GWP: გლდანისა და ნაძალადევის რაიონების მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება

© photo: Sputnik / Murad Orujovონკანი
ონკანი - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2022
გამოწერა
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას GWP აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
თბილისი, 30 მარტი – Sputnik. თემქის ხევში წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოების გამო ნაძალადევისა და გლდანის რაიონების მომხმარებლებს წყლის მიწოდება შეეზღუდებათ. ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.
მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით ძირითადი სამუშაოები 31 მარტს ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.
„აღნიშნულთან დაკავშირებით წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 31 მარტის 15:00 საათიდან 1 აპრილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდებათ ნაძალადევისა და გლდანის რაიონების მომხმარებლებს“, – ნათქვამია GWP-ს განცხადებაში.
ნაძალადევის რაიონში წყლის მიწოდება შეუწყდება ჩარგლის, ჭოპორტის, ჟინვალის, ზიგზაგის, გვაზაურის, ლომთათიძის, სანერგეს, სვანეთის, ლეჩხუმის, წიკლაურის, ურიდიას, ცქიტიშვილის, ჩხიკვაძის ქუჩებს; დადიანის II მ/რ-ს, სანზონის კორპუსებს, გურამიშვილის გამზირს, დადიანის ქუჩის ნაწილს, ზღვის უბნის III მ/რ-ს I კვარტალს, IV მ/რ-ს; XI მ/რ-ს I-IV კვარტლებს და ზღვის უბნის IX- X კვარტლებს, სადმელის, კაკაბაძის, ლიახვის და მიმდებარე ქუჩებს.
გლდანის რაიონში - გლდანის I-IV მიკრორაიონებს, შეშელიძის, სარაჯიშვილის, ანდრონიკაშვილის, ქერჩის, ვასაძის, ბოჭორიშვილის, ხიზაბავრის, ხიზანიშვილის, გმირ კურსანტთა და მიმდებარე ქუჩებს; თიანეთის გზატკეცილს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0