https://sputnik-georgia.com/20220330/devnil-veteranta-ojaxebs-tbilissi-binebi-gadaecat-265612016.html
დევნილ ვეტერანთა ოჯახებს თბილისში ბინები გადაეცათ
დევნილ ვეტერანთა ოჯახებს თბილისში ბინები გადაეცათ
Sputnik საქართველო
საცხოვრებლის ფართობი ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება. 30.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-30T14:22+0400
2022-03-30T14:22+0400
2022-03-31T13:50+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0e/262842421_0:0:3102:1745_1920x0_80_0_0_5c51b889148ecbb6f09fdff8aa359d57.jpg
თბილისი, 30 მარტი – Sputnik. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დევნილ ვეტერანთა 18 ოჯახს თბილისში, ახალაშენებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართები გადასცა.უწყების ცნობით, სამოთახიანი და ოთხოთახიანი ბინები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა.სააგენტოს დირექტორის ჯაბა სირბილაძის განცხადებით, დევნილი ვეტერანებისა და მათი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა სახელმწიფოს პრიორიტეტად რჩება.სულ განსახლებაზე თანხმობა დევნილ ვეტერანთა 123 ოჯახს ეთქვა. ადმინისტრაციული დაპირების შესაბამისად, მათ შესაძლებლობა ექნებათ განსახლების ალტერნატიული მოდელითაც ისარგებლონ და თავად მოიძიონ ბინა, რომელსაც სააგენტო შეუსყიდის.დევნილ ვეტერანთა 110 ოჯახს თბილისში საცხოვრებელ ბინებს გადასცემენ>>საცხოვრებლის ფართობი ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება, კვადრატული მეტრის მაქსიმალური ღირებულება შეადგენს 550 დოლარის ეკვივალენტს ლარში.სააგენტო დევნილი ვეტერანების განსახლების მიზნით სპეციალური პროექტის განხორციელებას მომავალშიც გააგრძელებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0e/262842421_371:0:3102:2048_1920x0_80_0_0_522e6a9d8c2ddd687966be13e43189aa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, სოციალური სფერო საქართველოში
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, სოციალური სფერო საქართველოში
დევნილ ვეტერანთა ოჯახებს თბილისში ბინები გადაეცათ
14:22 30.03.2022 (განახლებულია: 13:50 31.03.2022) საცხოვრებლის ფართობი ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება.
თბილისი, 30 მარტი – Sputnik. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დევნილ ვეტერანთა 18 ოჯახს თბილისში, ახალაშენებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართები გადასცა.
უწყების ცნობით, სამოთახიანი და ოთხოთახიანი ბინები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა.
სააგენტოს დირექტორის ჯაბა სირბილაძის განცხადებით, დევნილი ვეტერანებისა და მათი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა სახელმწიფოს პრიორიტეტად რჩება.
„საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებული დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების პროგრამა აქტიურ ფაზაშია. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის წინაშე მათი განსაკუთრებული დამსახურება სათანადოდ იქნას დაფასებული“, – განაცხადა სირბილაძემ.
სულ განსახლებაზე თანხმობა დევნილ ვეტერანთა 123 ოჯახს ეთქვა. ადმინისტრაციული დაპირების შესაბამისად, მათ შესაძლებლობა ექნებათ განსახლების ალტერნატიული მოდელითაც ისარგებლონ და თავად მოიძიონ ბინა, რომელსაც სააგენტო შეუსყიდის.
საცხოვრებლის ფართობი ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება, კვადრატული მეტრის მაქსიმალური ღირებულება შეადგენს 550 დოლარის ეკვივალენტს ლარში.
სააგენტო დევნილი ვეტერანების განსახლების მიზნით სპეციალური პროექტის განხორციელებას მომავალშიც გააგრძელებს.