Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

COVID-19-ის შემთხვევები შემცირდა, გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა: ჯანმოს ახალი ანგარიში

© REUTERS / Aly Song
  - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2022
გამოწერა
თბილისი, 30 მარტი — Sputnik. გასულ კვირაში COVID-19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა შემცირდა, მაგრამ მისგან დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა, იუწყება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO).

„2022 წლის 21-27 მარტს ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით 14%-ით შემცირდა. მეორე მხრივ, იმავე პერიოდში ახალი ლეტალური შემთხვევების რაოდენობა 43%-ით გაიზარდა“, — ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ყოველკვირეულ მიმოხილვაში.

როგორც WHO-ში აღნიშნავენ, ეს, სავარაუდოდ, გამოწვეულია ჩილესა და შეერთებულ შტატებში COVID-19-ით გარდაცვალების დეფინიციაში ცვლილებებით, ასევე ინდოეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში „რეტროსპექტული კორექტირებით“.
ჯანმოს მიმოხილვის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში 10 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაფიქსირდა 45 ათასზე მეტი გარდაცვლილი.
ყველა ახალი ამბავი
0