https://sputnik-georgia.com/20220330/britanetis-xelisuflebam-uari-tqva-rusul-saqonelsi-rublit-gadaxdaze-265627452.html
ბრიტანეთის ხელისუფლებამ უარი თქვა რუსულ საქონელში რუბლის გადახდაზე
ბრიტანეთის ხელისუფლებამ უარი თქვა რუსულ საქონელში რუბლის გადახდაზე
Sputnik საქართველო
რუსეთს სურს გააფართოვოს რუბლის სანაცვლოდ ექსპორტირებული პროდუქტების სია
2022-03-30T20:31+0400
2022-03-30T20:31+0400
2023-07-20T15:54+0400
დიდი ბრიტანეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/1e/265626377_0:0:3111:1751_1920x0_80_0_0_6ab106851366640753675f68befb955e.jpg
თბილისი, 30 მარტი – Sputnik. დიდი ბრიტანეთი არ განიხილავს რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდის შესაძლებლობას, განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის წარმომადგენელმა.პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დავალებით რუსეთის მთავრობამ, ცენტრობანკმა და „გაზპრომმა“ 31 მარტამდე უნდა მოამზადონ მოხსენება გაზის მიწოდების სანაცვლოდ ვალუტის ცვლილების შესახებ განკარგულების შესრულების თაობაზე ევროკავშირისა და იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც რუსეთს შეზღუდვები დაუწესეს. ევროკომისია კი შეუძლებლად მიიჩნევს რუსული გაზის მიწოდების საფასურის რუბლში გადახდას.რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა ადრე განაცხადა, რომ სწორად მიაჩნია რუბლის სანაცვლოდ ექსპორტირებული საქონლის სიის გაფართოება. კერძოდ, მისი თქმით, ამ სიას უნდა დაემატოს სასუქები, მარცვლეული, ნავთობი, ზეთი, ქვანახშირი, ლითონები, ხეტყე.კრემლის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ამ წინადადებაზე „შესაძლოა მუშაობა დაიწყოს“.
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/1e/265626377_380:0:3111:2048_1920x0_80_0_0_196a39bc8c72c8881bbd145a427c684f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ბრიტანეთი ხელისუფლება უარი რუსული საქონელი რუბლი გადახდა
ბრიტანეთი ხელისუფლება უარი რუსული საქონელი რუბლი გადახდა
ბრიტანეთის ხელისუფლებამ უარი თქვა რუსულ საქონელში რუბლის გადახდაზე
20:31 30.03.2022 (განახლებულია: 15:54 20.07.2023) რუსეთს სურს გააფართოვოს რუბლის სანაცვლოდ ექსპორტირებული პროდუქტების სია.
თბილისი, 30 მარტი – Sputnik. დიდი ბრიტანეთი არ განიხილავს რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდის შესაძლებლობას, განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის წარმომადგენელმა.
პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დავალებით რუსეთის მთავრობამ, ცენტრობანკმა და „გაზპრომმა“ 31 მარტამდე უნდა მოამზადონ მოხსენება გაზის მიწოდების სანაცვლოდ ვალუტის ცვლილების შესახებ განკარგულების შესრულების თაობაზე ევროკავშირისა და იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც რუსეთს შეზღუდვები დაუწესეს. ევროკომისია კი შეუძლებლად მიიჩნევს რუსული გაზის მიწოდების საფასურის რუბლში გადახდას.
„კვასი კვარტენგმა (Kwasi Kwarteng - ბრიტანეთის ბიზნესის, ენერგეტიკისა და მრეწველობის მინისტრი - რედ.) კოლეგებთან ერთად ნათლად აჩვენა, რომ რუბლებში გადახდა არ მოხდება“, – განუცხადა სააგენტო Reuters-ს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა ადრე განაცხადა, რომ სწორად მიაჩნია რუბლის სანაცვლოდ ექსპორტირებული საქონლის სიის გაფართოება. კერძოდ, მისი თქმით, ამ სიას უნდა დაემატოს სასუქები, მარცვლეული, ნავთობი, ზეთი, ქვანახშირი, ლითონები, ხეტყე.
კრემლის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ამ წინადადებაზე „შესაძლოა მუშაობა დაიწყოს“.