ბარამიძე: უკრაინელი ჩინოვნიკების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა მიუღებელია

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პირველი ელჩი სომხეთში და სამცხე-ჯავახეთის ყოფილი გუბერნატორი გიგლა ბარამიძე
საქართველოს პირველი ელჩი სომხეთში და სამცხე-ჯავახეთის ყოფილი გუბერნატორი გიგლა ბარამიძე - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2022
გამოწერა
პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ყველა ამ განცხადების უკან დგანან სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროინდელი მაღალჩინოსნები.
თბილისი, 29 მარტი – Sputnik. უკრაინელი მაღალჩინოსნების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისკენ მოწოდებები მიუღებელია, განაცხადა Sputnik-საქართველოსთან ინტერვიუში საქართველოს პირველმა ელჩმა სომხეთში და სამცხე-ჯავახეთის ყოფილმა გუბერნატორმა გიგლა ბარამიძემ.
რამდენიმე დღის წინ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ინტერესების სფეროში შემავალი სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე დამატებითი ფრონტების გახსნა ძალიან დაეხმარებოდა უკრაინას. მეორე ფრონტის გახსნის მაგალითად კი მან, საქართველოს ტერიტორიების გარდა, კურილის კუნძულები და კალინინგრადის ოლქი მოიყვანა.
„ეს აბსოლუტურად მიუღებელია... როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ასეთი მძიმე განცხადებები საქართველოს მისამართით?“ - განაცხადა ბარამიძემ.
ბარამიძის თქმით, ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, მაგრამ არა რადიკალი, ამიტომ მისთვის უსიამოვნოა მეგობარი ქვეყნის მაღალჩინოსნების დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მიმართ.
„და მნიშვნელოვანია ის, რომ აქ საუბარია არა მხოლოდ ერთი მაღალი თანამდებობის პირის განცხადებაზე, არამედ ამან მიიღო სისტემური ხასიათი - ისმის გაუგებარი, პოლიტიკურად პროვოკაციული და ადამიანურად ამორალური განცხადებები საქართველოს მიმართ“, - განაცხადა ბარამიძემ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლება მოქმედებს ისე, როგორც ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს, რათა არავითარ შემთხვევაში არ მოხდეს ქვეყნის ჩართვა ომში.
ბარამიძემ მიუღებელი და დამაბნეველი უწოდა საქართველოს ტერიტორიული პრობლემების ძალისმიერი გადაწყვეტის მოწოდებას მაშინ, როცა რუსეთი უკრაინაში სპეცოპერაციით არის დაკავებული, ასევე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოწოდებებს.
„ცუდია, რომ ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთეს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მისმა თანაშემწემ, საგარეო საქმეთა სამინისტროს სამდივნოს უფროსმა, პოლიტიკურმა მდივანმა და თავად ზელენსკიმ“, - განაცხადა ბარამიძემ.
მისი თქმით, სანქციებს არ შეუერთდნენ არც ნატოს წევრი თურქეთი, არც სერბეთი, უნგრეთი, ჩინეთი, მოლდოვა, ინდოეთი, ლათინური ამერიკის ქვეყნები და არც არაბული და აფრიკული ქვეყნები.

„არცერთი მათგანი არ გამოხატავს სიმკაცრეს რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, უკრაინა თითს ჩვენკენ რატომ იშვერს? და თავად უკრაინა დღემდე შესანიშნავად იღებს გაზს რუსეთიდან“, - განაცხადა ბარამიძემ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ უკრაინის მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერა საერთაშორისო რეზოლუციებთან მიერთებით გამოხატა.
„და ის სანქციები, რომლებიც ზიანს მიაყენებს საქართველოს და არა რუსეთს, რისთვის არის საჭირო? ან ის, რომ ელჩი გაიწვიეს კონსულტაციისთვის?! კი მაგრამ, არ იწვევენ ელჩს ბელარუსიდან, მოლდოვადან, რატომ გაიწვიეს ჩვენი ქვეყნიდან?" - განაცხადა ბარამიძემ.
პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ყველა ამ განცხადების უკან დგანან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდის ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიორგი ლორთქიფანიძე და სხვები. საქართველოში მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა, მათ კი უკრაინაში საკმაოდ მაღალი თანამდებობები დაიკავეს და თავშესაფარი იპოვეს. მათი მთავარი მიზანი საქართველოში ძალაუფლების დაბრუნებაა, მიიჩნევს ბარამიძე.
ბარამიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველი ახალგაზრდების მიმართ „ურა-პატრიოტიზმის“ სტილში ყველა განცხადება და მოწოდება მხოლოდ არეულობის მოწყობას ისახავს მიზნად.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა სანქციების რამდენიმე პაკეტი დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე. მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უფრო მეტად საქართველოს დააზარალებს, ამიტომ სანქციები არ დაწესდება.
ამასთან, ყველა საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში საქართველომ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლობის უფლების შეჩერების შესახებ, ასევე მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის ქმედებებს, შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს დონბასთან მიმართებით, ასევე იყო მათ შორის, ვინც ჰააგის ტრიბუნალს მიმართა უკრაინაში სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიების დაწყებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0