კამპანიის „აწარმოე უკრაინისთვის“ ფარგლებში შეგროვილი ტვირთი უკრაინაში გაიგზავნა

© photo: Sputnik / Alexander. Imedashviliძველი თბილისი
ძველი თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2022
გამოწერა
კამპანიაში „აწარმოე უკრაინისთვის“ ამ ეტაპზე 61 ქართული კომპანიაა ჩართული, თუმცა მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
თბილისი, 30 მარტი – Sputnik. უკრაინელი ხალხის სოლიდარობის მიზნით დაწყებული კამპანიის „აწარმოე უკრაინისთვის“ დაწყებიდან ერთ თვეში 60 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა, განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა.
მთავრობის ინიციატივითა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით დაწყებული კამპანიის „აწარმოე უკრაინისთვის“ ფარგლებში უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი უკვე მესამედ გაიგზავნა. ტვირთის ტრანსპორტირება და ლოგისტიკა „საქართველოს ფოსტამ" უზრუნველყო.

„კამპანიის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში ჯამში 60 ტონა ტვირთი გავგზავნეთ და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყოველდღიურად მატულობს ახალი კომპანიების რიცხვი, ვისაც სურვილი აქვს როგორც თავისი პროდუქციით, ასევე საკუთარი ფინანსური სახსრებით შეძენილი პროდუქციით დაეხმაროს უკრაინელ ხალხს. მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ კომპანიას გამოჩენილი თანადგომისა და სოლიდარობისთვის“, – აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

კამპანიას „აწარმოე უკრაინისთვის“ სააგენტო კვლავ განაგრძობს. ამ ეტაპზე მასში 61 ქართული კომპანიაა ჩართული, თუმცა მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
კამპანიის „აწარმოე უკრაინისთვის“ფარგლებში დახმარება გაეწია საქართველოში მყოფ უკრაინელებსაც, რომელთაც სხვადასხვა პროდუქტი გადაეცათ.
ყველა ახალი ამბავი
0