ამბროლაურში ღვარცოფი ჩამოწვა: ადგილზე გეოლოგებს ელოდებიან

© courtesy of Oni Municipality Councilღვარცოფი გზაზე
ღვარცოფი გზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2022
გამოწერა
ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესების განვითარება.
თბილისი, 30 მარტი – Sputnik. ამბროლაურში ღვარცოფი ჩამოწვა, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე დიდი რაოდენობით თხევადი მასა მიედინება, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ამბროლაურის მერიის წარმომადგენელთა ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორია დაუსახლებელია და ჯერჯერობით მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა უსაფრთხოების მიზნით აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული ბენზინგასამართი სადგურის და სავაჭრო ობიქტების მფლობელები გააფრთხილეს.
ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რამ გამოიწვია მეწყრული პროცესები.
დღეს ადგილზე გეოლოგებს ელოდებიან, რომლებიც ტერიტორიას შეისწავლიან.
ყველა ახალი ამბავი
0