რას გამოიწვევს უარი რუსული გაზის საფასურის რუბლში გადახდაზე

© photo: Sputnik / Maria Devakhinaრუბლები
რუბლები - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2022
გამოწერა
დასავლეთის ქვეყნებს რუბლის შეძენის საკმარისი შესაძლებლობა აქვთ, ნებისმიერ ბირჟაზე შეიძლება ამის გაკეთება მომენტალურად, განაცხადა სენატორმა
თბილისი, 28 მარტი - Sputnik. „დიდი შვიდიანის“ ქვეყნების უარი, გაზის საფასური რუბლით გადაიხადონ, გაზის მიწოდების შეწყვეტას გამოიწვევს, განაცხადა ფედერაციის საბჭოს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ივან აბრამოვმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 23 მარტს გამოაცხადა, რომ „არამეგობარ ქვეყნებს“, რომლებიც ანტირუსულ სანქციებს შეუერთდნენ, გაზის საფასურის გადახდა რუსულ რუბლში მოუწევთ. ახლა რუსეთის ცენტრობანკმა და მთავრობამ უნდა განსაზღვრონ რუსულ ვალუტაში ტრანზაქციის პროცედურა.
სენატორმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთს არ შეუძლია ევროპაში გაზის უფასოდ მიწოდება.
„თუ ჩვენი პირობაა რუბლით ანგარიშსწორება, ეს ნიშნავს, რომ რუბლი უნდა გადაიხადონ. მათ რუბლის შეძენის საკმარისი შესაძლებლობა აქვთ, ნებისმიერ ბირჟაზე შეიძლება ამის გაკეთება მომენტალურად“, - განუცხადა РИА Новости აბრამოვმა.
ამასთან, ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი არ აყენებს შეუსრულებელ პირობებს.
პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი დასავლეთს გაზს უფასოდ არ მიაწვდის.
რუსეთი ევროპას მოხმარებული გაზის დაახლოებით 40%-ს აწვდის „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის, უკრაინის გაზსატრანსპორტო სისტემის, გაზსადენ „იამალი-ევროპისა“ და „თურქული ნაკადის“ მეშვეობით.
რუსეთის მთავრობამ, ცენტრობანკმა და „გაზპრომმა“ 31 მარტამდე უნდა მოამზადონ მოხსენება გაზის მიწოდების სანაცვლოდ ვალუტის ცვლილების შესახებ განკარგულების შესრულების თაობაზე ევროკავშირსა და იმ ქვეყნებში, რომლებმაც რუსეთს შეზღუდვები დაუწესეს.
ყველა ახალი ამბავი
0