პესკოვი: ბირთვული იარაღის გამოყენებას რუსეთში არავინ განიხილავს

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიდმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2022
გამოწერა
თბილისი, 29 მარტი — Sputnik. რუსეთი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას არ გეგმავს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ამერიკულ ტელეკომპანია PBS-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, რუსეთში მსგავს იდეას არავინ განიხილავს.
კრემლის წარმომადგენელს კომენტარი სთხოვეს პრეზიდენტ პუტინის ნათქვამზე — როდესაც მან უკრაინაში „სამხედრო სპეცოპერაციის“ დაწყება გამოაცხადა, აღნიშნა, რომ თუ საქმეში მესამე ქვეყანა ჩაერეოდა, ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა.

„არა, მე არ ვფიქრობ ასე. მაგრამ მან საკმაოდ მტკიცედ თქვა, რომ ჩარევა საჭირო არ არის. თუ ამას გააკეთებთ, ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა, რომ თავიდან ავიცილოთ ეს და დავსაჯოთ ყველა, ვინც ჩარევას აპირებსო“, — აღნიშნა პესკოვმა.

მანამდე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები „დრამატულ ზომებს“ მიიღებენ, თუ რუსეთი უკრაინაში ქიმიურ ან ბიოლოგიურ იარაღს გამოიყენებს. მან ასევე უარყო, რომ უკრაინაში ბიოლოგიური ლაბორატორიები მუშაობს.
ყველა ახალი ამბავი
0