https://sputnik-georgia.com/20220329/medinskim-ukrainis-winadadebebi-usafrtxoebis-garantiebze-seafasa-265597073.html
მედინსკიმ შეაფასა უკრაინის წინადადებები უსაფრთხოების გარანტიებზე
მედინსკიმ შეაფასა უკრაინის წინადადებები უსაფრთხოების გარანტიებზე
Sputnik საქართველო
დღეს სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები გაიმართა
2022-03-29T19:37+0400
2022-03-29T19:37+0400
2023-07-20T15:54+0400
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/1d/265596099_0:151:1600:1051_1920x0_80_0_0_bc14b70461647e0109df8db02553a8b5.jpg
თბილისი, 29 მარტი – Sputnik. უკრაინის წინადადებები უსაფრთხოების გარანტიების სისტემასთან დაკავშირებით ითვალისწინებს იმას, რომ ისინი არ ვრცელდება ყირიმის ტერიტორიაზე, იუწყება სააგენტო РИА Новости რუსული დელეგაციის ხელმძღვანელის, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწის ვლადიმირ მედინსკის განცხადებაზე დაყრდნობით.პრეზიდენტის თანაშემწემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევის მიერ შეთავაზებული უსაფრთხოების გარანტიები „არ ვრცელდება უკრაინის იმ ნაწილზე, რომელსაც ის დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების ცალკეულ ტერიტორიებს უწოდებს“. ვარაუდობენ, რომ უკრაინული მხარე ცალ-ცალკე ჩამოაყალიბებს „რა არის ცალკეული რეგიონები" და მიუთითებს "ამ ცალკეული რეგიონების“ ფართობებს, ხოლო რუსეთი, თავის მხრივ, ჩამოაყალიბებს ამას ისე, „როგორც მას ესმის".უკრაინის დელეგაციის წევრის, დავით არახამიას განცხადებით, კიევი მზადაა გაეროს უშიშროების საბჭოს ქვეყნები უსაფრთხოების გარანტებად განიხილოს.მისი თქმით, ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე გამოთქვა წინასწარი თანხმობა, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი. გარდა ამისა, ვარაუდობენ, რომ სხვა ქვეყნებიც, სურვილის შემთხვევაში, მოგვიანებით შეძლებენ შეუერთდნენ ამ საერთაშორისო ხელშეკრულებას.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა სანქციების რამდენიმე პაკეტი დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/1d/265596099_0:0:1600:1200_1920x0_80_0_0_18c43801263fd4257cb5f246d980fb6d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მედინსკი შეფასება უკრაინა წინადადებები უსაფრთხოება გარანტიები
მედინსკი შეფასება უკრაინა წინადადებები უსაფრთხოება გარანტიები
მედინსკიმ შეაფასა უკრაინის წინადადებები უსაფრთხოების გარანტიებზე
19:37 29.03.2022 (განახლებულია: 15:54 20.07.2023) დღეს სტამბულის დოლმაბაჰჩეს სასახლეში უკრაინა–რუსეთის მოლაპარაკებები გაიმართა.
თბილისი, 29 მარტი – Sputnik. უკრაინის წინადადებები უსაფრთხოების გარანტიების სისტემასთან დაკავშირებით ითვალისწინებს იმას, რომ ისინი არ ვრცელდება ყირიმის ტერიტორიაზე, იუწყება სააგენტო РИА Новости რუსული დელეგაციის ხელმძღვანელის, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწის ვლადიმირ მედინსკის განცხადებაზე დაყრდნობით.
„უსაფრთხოების გარანტიები არ ვრცელდება ყირიმისა და სევასტოპოლის ტერიტორიაზე. ანუ უკრაინა უარს ამბობს ყირიმის, სევასტოპოლის სამხედრო გზით დაბრუნების სურვილზე და აცხადებს, რომ ეს შესაძლებელია მხოლოდ მოლაპარაკების გზით. რა თქმა უნდა, ეს არანაირად არ შეესაბამება ჩვენს პოზიციას. მაგრამ უკრაინამ საკუთარი მიდგომა ჩამოაყალიბა“, – განაცხადა მედინსკიმ.
პრეზიდენტის თანაშემწემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევის მიერ შეთავაზებული უსაფრთხოების გარანტიები „არ ვრცელდება უკრაინის იმ ნაწილზე, რომელსაც ის დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების ცალკეულ ტერიტორიებს უწოდებს“. ვარაუდობენ, რომ უკრაინული მხარე ცალ-ცალკე ჩამოაყალიბებს „რა არის ცალკეული რეგიონები" და მიუთითებს "ამ ცალკეული რეგიონების“ ფართობებს, ხოლო რუსეთი, თავის მხრივ, ჩამოაყალიბებს ამას ისე, „როგორც მას ესმის".
უკრაინის დელეგაციის წევრის, დავით არახამიას განცხადებით, კიევი მზადაა გაეროს უშიშროების საბჭოს ქვეყნები უსაფრთხოების გარანტებად განიხილოს.
„ვის ვხედავთ გარანტორებად - პირველ რიგში, გაეროს უშიშროების საბჭოს ქვეყნებს: დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, რუსეთიც შედის იქ, მაგრამ ამაზე ცალკე ვისაუბრებთ, გერმანია, კანადა, პოლონეთი, ისრაელი, თურქეთი“, - განაცხადა არახამიამ.
მისი თქმით, ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე გამოთქვა წინასწარი თანხმობა, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი. გარდა ამისა, ვარაუდობენ, რომ სხვა ქვეყნებიც, სურვილის შემთხვევაში, მოგვიანებით შეძლებენ შეუერთდნენ ამ საერთაშორისო ხელშეკრულებას.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა სანქციების რამდენიმე პაკეტი დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ.