https://sputnik-georgia.com/20220329/gardaicvala-qartveli-saopero-momrerali-nugzar-gelasvili-265596512.html
გარდაიცვალა ქართველი საოპერო მომღერალი ნუგზარ გელაშვილი
გარდაიცვალა ქართველი საოპერო მომღერალი ნუგზარ გელაშვილი
Sputnik საქართველო
ნუგზარ გელაშვილი იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი და არაერთი საინტერესო პარტიის შემსრულებელი. 29.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-29T19:15+0400
2022-03-29T19:15+0400
2022-03-29T22:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/1d/265594206_0:0:1300:731_1920x0_80_0_0_f92503960c43a6c889b44694ec151062.jpg
თბილისი, 29 მარტი – Sputnik. საოპერო მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი, ნუგზარ გელაშვილი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.უწყებაში გამოჩენილი არტისტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ.ნუგზარ გელაშვილი იყო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, რომელსაც არაერთი საინტერესო პარტია აქვს შესრულებული.მონაწილეობა აქვს მიღებული ცნობილ სპექტაკლებში: ზაქარია ფალიაშვილის „დაისი“ და „აბესალომ და ეთერი“, ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტე“, პეტრე ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“ და „იოლანტა“, ჯუზეპე ვერდის „ტრავიატა“, „რიგოლეტო“ და სხვ.ნუგზარ გელაშვილი იყო საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. ქართული მუსიკალური და ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის 1999 წელს ღირსების ორდენი მიენიჭა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/1d/265594206_204:0:1300:822_1920x0_80_0_0_a052824225257ff7595ba8bfa254fd3c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გარდაცვალება ოპერა მომღერალი ნუგზარ გელაშვილი
გარდაცვალება ოპერა მომღერალი ნუგზარ გელაშვილი
გარდაიცვალა ქართველი საოპერო მომღერალი ნუგზარ გელაშვილი
19:15 29.03.2022 (განახლებულია: 22:12 29.03.2022) ნუგზარ გელაშვილი იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი და არაერთი საინტერესო პარტიის შემსრულებელი.
თბილისი, 29 მარტი – Sputnik. საოპერო მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი, ნუგზარ გელაშვილი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყებაში გამოჩენილი არტისტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ.
„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს ნუგზარ გელაშვილის მიერ ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილ წვლილს და უსამძიმრებს მის ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
ნუგზარ გელაშვილი იყო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, რომელსაც არაერთი საინტერესო პარტია აქვს შესრულებული.
მონაწილეობა აქვს მიღებული ცნობილ სპექტაკლებში: ზაქარია ფალიაშვილის „დაისი“ და „აბესალომ და ეთერი“, ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტე“, პეტრე ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“ და „იოლანტა“, ჯუზეპე ვერდის „ტრავიატა“, „რიგოლეტო“ და სხვ.
ნუგზარ გელაშვილი იყო საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. ქართული მუსიკალური და ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის 1999 წელს ღირსების ორდენი მიენიჭა.