მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროკომისია შეუძლებლად მიიჩნევს რუსული გაზის მიწოდების საფასურის რუბლში გადახდას

© REUTERS / Francois Lenoirევროკომისიის შტაბ-ბინა
ევროკომისიის შტაბ-ბინა - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2022
გამოწერა
„დიდი შვიდიანის“ ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრებმა და ევროკომისიამ უარი განაცხადეს პუტინის მოთხოვნაზე, რომ გაზის მიწოდების საფასური რუბლებში გადაიხადონ.
თბილისი, 29 მარტი – Sputnik. ევროკომისიაში განაცხადეს, რომ არ მიაჩნიათ შესაძლებლად რუსული „ლურჯი საწვავის“ მიწოდების საფასურის რუბლებში გადახდა. ამის შესახებ ენერგეტიკის კომისარმა კადრი სიმსონმა Twitter-ზე დაწერა.

„დიდი შვიდიანის“ ენერგეტიკის მინისტრებმა და ევროკომისიამ უარყვეს (რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ) პუტინის მოთხოვნა გაზის მიწოდების საფასურის რუბლებში გადახდის შესახებ. ამიტომ G7-ის პარტნიორები შეთანხმდნენ, რომ მოუწოდონ თავიანთ ქვეყნებში მოქმედ კომპანიებს, არ დაეთანხმონ ასეთ მოთხოვნებს", – დაწერა ევროკომისარმა.

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დავალებით რუსეთის მთავრობამ, ცენტრობანკმა და „გაზპრომმა“ 31 მარტამდე უნდა მოამზადონ მოხსენება გაზის მიწოდების სანაცვლოდ ვალუტის ცვლილების შესახებ განკარგულების შესრულების თაობაზე ევროკავშირისა და იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც რუსეთს შეზღუდვები დაუწესეს. ამასთან პუტინმა განაცხადა, რომ მიწოდება გაგრძელდება კონტრაქტებით გათვალისწინებული მოცულობებისა და ფასების შესაბამისად.
ამასთან რუსული გაზის მყიდველები განსხვავებულად შეხვდნენ გადასახდელი ვალუტის ცვლილებას. მაგალითად, გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა 28 მარტს განაცხადა, რომ G7-ის ქვეყნები უარს აცხადებენ რუსეთის ხელისუფლების მოთხოვნის შესრულებაზე.
ყველა ახალი ამბავი
0