https://sputnik-georgia.com/20220329/dajgufebis-mier-milionobit-dolaris-gatetreba-saqartvelos-sasamartlom-ganaceni-gamoitana-265599841.html
დაჯგუფების მიერ მილიონობით დოლარის გათეთრება: საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოიტანა
დაჯგუფების მიერ მილიონობით დოლარის გათეთრება: საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოიტანა
Sputnik საქართველო
დანაშაულის ორგანიზატორს თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
2022-03-29T22:07+0400
2022-03-29T22:07+0400
2022-03-29T23:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_f3d4a574f41676e7c9543069e0779b38.jpg
თბილისი, 29 მარტი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ცრუ მეწარმეობის და ტრანსნაციონალური ხასიათის განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებული 13 ფიზიკური და 13 იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.დანაშაულებრივი ჯგუფი საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად 2021 წლის ივლისის თვეში გამოავლინა.როგორც გამოძიებით დადგინდა, ირანის მოქალაქემ შექმნა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით საზღვარგარეთიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით უცხოური ვალუტა შემოჰქონდა, შემდეგ კი ბოროტმოქმედები მსხვილ თანხებს ფიქტიური საწარმოების საბანკო ანგარიშებზე ათავსებდნენ.წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად, ირანის მოქალაქემ ორგანიზებული ჯგუფის წევრების მეშვეობით სამეწარმეო სუბიექტად დაარეგისტრირა 13 იურიდიული პირი, რომელთაც ანგარიშები გაუხსნეს საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში. შემდგომ ამ პირებმა, მათ მიერ დამზადებული და საბანკო დაწესებულებებში წარდგენილი ყალბი ინვოისების და ხელშეკრულებების საფუძველზე, თითქოსდა სხვადასხვა საქონლის შეძენის დანიშნულებით, საწარმოების საბანკო ანგარიშებიდან განახორციელეს მრავალჯერადი ტრანზაქციები სხვადასხვა ქვეყანაში.„სისხლის სამართლის საქმეზე მოძიებული და დაყადაღებული იქნა დანაშაულის ორგანიზატორის და მასთან დაკავშირებული პირების მიერ დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლით შეძენილი უძრავ-მოძრავი ქონება, კერძოდ: თბილისში მდებარე ოთხი საცხოვრებელი ბინა, თბილისში მდებარე კომერციული დანიშნულების ფართი, ქვემო ქართლისა და გურიის მხარეში არსებული, ჯამში 6.230 კვ.მ მიწის ნაკვეთები, რუსთავში მდებარე, სამრეწველო დანიშნულების 314.437 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა, აგრეთვე ძვირადღირებული ავტომობილები“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.დანაშაულის ორგანიზატორი – ირანის მოქალაქე თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-193-ე და 25-194-ე მუხლებით და 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა 4.288.033 ლარის ღირებულების უძრავი ქონება, ორი ავტომანქანა, 42 ერთეული კომპიუტერული ტექნიკა და საწარმოების საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხები.საქმეზე ბრალდებულ 13 იურიდიულ პირს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, 10 წლის ვადით ჩამოერთვათ სამეწარმეო საქმიანობის უფლება და დაეკისრათ ჯარიმა თითოეულს 100.000 ლარის ოდენობით.რაც შეეხება დანაშაულებრივი ჯგუფის დანარჩენ 12 წევრს, რომლებმაც ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მიაწოდეს სრულყოფილი ინფორმაცია მათ მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ, მათ გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმება. ისინი ცნობილი იქნენ დამნაშავედ ცრუ მეწარმეობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის და პირობით სასჯელთან ერთად დაეკისრათ ჯარიმა 517.000 ლარის ოდენობით.საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ უწყების ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. პროკურატურა აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო თანამშრომლობას მსგავსი საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენის და მხილების მიზნით.წყარო - საქართველოს პროკურატურა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_94:118:1076:854_1920x0_80_0_0_b848fde4ab5a5b13229dc35decf167ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დაჯგუფება მილიონები დოლარი ლარი გათეთრება საქართველო სასამართლო პროკურატურა განაჩენი
დაჯგუფება მილიონები დოლარი ლარი გათეთრება საქართველო სასამართლო პროკურატურა განაჩენი
დაჯგუფების მიერ მილიონობით დოლარის გათეთრება: საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოიტანა
22:07 29.03.2022 (განახლებულია: 23:32 29.03.2022) დანაშაულის ორგანიზატორს თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
თბილისი, 29 მარტი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ცრუ მეწარმეობის და ტრანსნაციონალური ხასიათის განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებული 13 ფიზიკური და 13 იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დანაშაულებრივი ჯგუფი საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად 2021 წლის ივლისის თვეში გამოავლინა.
როგორც გამოძიებით დადგინდა, ირანის მოქალაქემ შექმნა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით საზღვარგარეთიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით უცხოური ვალუტა შემოჰქონდა, შემდეგ კი ბოროტმოქმედები მსხვილ თანხებს ფიქტიური საწარმოების საბანკო ანგარიშებზე ათავსებდნენ.
წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად, ირანის მოქალაქემ ორგანიზებული ჯგუფის წევრების მეშვეობით სამეწარმეო სუბიექტად დაარეგისტრირა 13 იურიდიული პირი, რომელთაც ანგარიშები გაუხსნეს საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში. შემდგომ ამ პირებმა, მათ მიერ დამზადებული და საბანკო დაწესებულებებში წარდგენილი ყალბი ინვოისების და ხელშეკრულებების საფუძველზე, თითქოსდა სხვადასხვა საქონლის შეძენის დანიშნულებით, საწარმოების საბანკო ანგარიშებიდან განახორციელეს მრავალჯერადი ტრანზაქციები სხვადასხვა ქვეყანაში.
„სისხლის სამართლის საქმეზე მოძიებული და დაყადაღებული იქნა დანაშაულის ორგანიზატორის და მასთან დაკავშირებული პირების მიერ დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლით შეძენილი უძრავ-მოძრავი ქონება, კერძოდ: თბილისში მდებარე ოთხი საცხოვრებელი ბინა, თბილისში მდებარე კომერციული დანიშნულების ფართი, ქვემო ქართლისა და გურიის მხარეში არსებული, ჯამში 6.230 კვ.მ მიწის ნაკვეთები, რუსთავში მდებარე, სამრეწველო დანიშნულების 314.437 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა, აგრეთვე ძვირადღირებული ავტომობილები“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
დანაშაულის ორგანიზატორი – ირანის მოქალაქე თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-193-ე და 25-194-ე მუხლებით და 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა 4.288.033 ლარის ღირებულების უძრავი ქონება, ორი ავტომანქანა, 42 ერთეული კომპიუტერული ტექნიკა და საწარმოების საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხები.
საქმეზე ბრალდებულ 13 იურიდიულ პირს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, 10 წლის ვადით ჩამოერთვათ სამეწარმეო საქმიანობის უფლება და დაეკისრათ ჯარიმა თითოეულს 100.000 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება დანაშაულებრივი ჯგუფის დანარჩენ 12 წევრს, რომლებმაც ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მიაწოდეს სრულყოფილი ინფორმაცია მათ მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ, მათ გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმება. ისინი ცნობილი იქნენ დამნაშავედ ცრუ მეწარმეობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის და პირობით სასჯელთან ერთად დაეკისრათ ჯარიმა 517.000 ლარის ოდენობით.
საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ უწყების ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. პროკურატურა აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო თანამშრომლობას მსგავსი საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენის და მხილების მიზნით.