https://sputnik-georgia.com/20220329/dainaxe-daanaxe-fotokonkursi-tsu-265594637.html
„დაინახე და დაანახე“: თბილისში შავ-თეთრი ფოტოების კონკურსი გაიმართება
„დაინახე და დაანახე“: თბილისში შავ-თეთრი ფოტოების კონკურსი გაიმართება
Sputnik საქართველო
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს. 29.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-29T18:34+0400
2022-03-29T18:34+0400
2022-03-29T22:07+0400
საზოგადოება
საქართველო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23993/41/239934135_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_dd84863390dab979b1a47a7448c03067.jpg
თბილისი, 29 მარტი – Sputnik. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა ატარებს ფოტოკონკურსს „დაინახე და დაანახე“.კონკურსის თემატიკაა შავ-თეთრი ფოტო. მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ აქამდე უცნობი კადრები, რომლებიც მნიშვნელოვან აზრს გადმოსცემს, ამავე დროს არის იდუმალი და მაყურებელი მას ადვილად აღიქვამს.კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე სტუდენტები გაგზავნიან ფოტოებს, რომლებიც თვითმმართველობის გვერდზე განთავსდება.მეორე ეტაპზე გამოვლინდება ორი გამარჯვებული – მაყურებლის ფავორიტი სოციალურ ქსელში და მოწვეული ჟიურის რჩეული. გამარჯვებულებს თსუ-ში გამოაცხადებენ, სადაც სტუდენტებმა თავიანთი ნამუშევრები მოკლედ უნდა აღწერონ.გამარჯვებულები 150 ლარით დაჯილდოვდებიან.ფოტოების მიწოდების ბოლო ვადაა 1 აპრილი. მასში მონაწილეობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს შეუძლია. კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია დარეგისტრირება ბმულზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23993/41/239934135_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_4f69aa9d7575ea6fb5e0e315011bc5a4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები
საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები
„დაინახე და დაანახე“: თბილისში შავ-თეთრი ფოტოების კონკურსი გაიმართება
18:34 29.03.2022 (განახლებულია: 22:07 29.03.2022) კონკურსში მონაწილეობა შეუძლია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს.
თბილისი, 29 მარტი – Sputnik. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა ატარებს ფოტოკონკურსს „დაინახე და დაანახე“.
კონკურსის თემატიკაა შავ-თეთრი ფოტო. მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ აქამდე უცნობი კადრები, რომლებიც მნიშვნელოვან აზრს გადმოსცემს, ამავე დროს არის იდუმალი და მაყურებელი მას ადვილად აღიქვამს.
კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე სტუდენტები გაგზავნიან ფოტოებს, რომლებიც თვითმმართველობის გვერდზე განთავსდება.
მეორე ეტაპზე გამოვლინდება ორი გამარჯვებული – მაყურებლის ფავორიტი სოციალურ ქსელში და მოწვეული ჟიურის რჩეული. გამარჯვებულებს თსუ-ში გამოაცხადებენ, სადაც სტუდენტებმა თავიანთი ნამუშევრები მოკლედ უნდა აღწერონ.
გამარჯვებულები 150 ლარით დაჯილდოვდებიან.
ფოტოების მიწოდების ბოლო ვადაა 1 აპრილი. მასში მონაწილეობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს შეუძლია. კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია დარეგისტრირება
ბმულზე.