https://sputnik-georgia.com/20220329/batumshi-axal-binas-10000-moqalaqe-miigebs-265590901.html
ბათუმში ახალ საცხოვრებელ ფართს 10 ათასამდე მოქალაქე მიიღებს
ბათუმში ახალ საცხოვრებელ ფართს 10 ათასამდე მოქალაქე მიიღებს
Sputnik საქართველო
გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახებს ზუსტად იმ ფართობის ბინა გადაეცემათ, რამდენსაც ავარიულ სახლებში ფლობენ. 29.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-29T16:40+0400
2022-03-29T16:40+0400
2022-03-29T21:50+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/08/252250218_0:63:3072:1791_1920x0_80_0_0_0256ffa6748a9c553bbed43cdd86e3bc.jpg
თბილისი, 29 მარტი — Sputnik. სახელმწიფო პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ დაახლოებით 10 ათას ბათუმელს შეეხება, განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ.საქართველომ მთავრობამ სახელმწიფო პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ ორშაბათს დაამტკიცა. პროგრამის თანახმად, ბათუმში ავარიული შენობები თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლდება.მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში აჭარის მთავრობა პროგრამის წარმატებით განსახორციელებლად დეველოპერებსა და მშენებელ კომპანიებს 150 მილიონი ლარის მოცულობის საბანკო თავდებობას შესთავაზებს.„ეს არის პირველი ეტაპის გაგრძელება. გასულ წელს ჩვენ ამ პროგრამისთვის 80 მლნ ლარი გამოვყავით“, – აღნიშნა რიჟვაძემ.პირველ ეტაპზე პროგრამა შეეხო რურუას ქუჩაზე მცხოვრებ 70 ოჯახს. მათ მერიის ფონდიდან ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები შესთავაზეს.ბათუმის მერის არჩილ ჩიქოვანის თქმით, აღნიშნული პროგრამის განხორციელების მთავარი მიზანი მოქალაქეთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა.მისი განმარტებით, პრიორიტეტულობის მიხედვით შენობების სამი კატეგორია არსებობს. პირველი – ესაა სახლები, სადაც ცხოვრება უსაფრთხო არაა. ასეთი ოჯახებისთვის ბათუმის მერია ბინებს იჯარით იღებს. ჩიქოვანის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ასეთი დაახლოებით 200 ოჯახია.მეორე კატეგორიაა შენობები, რომლებიც ექვემდებარებიან გამაგრებას, თუმცა შენობის გამაგრება არარენტაბელურია. მესამე – შენობები, რომელთა გამაგრება შეიძლება.„გვაქვს ამბიცია, რომ 2024 წლის ბოლოსთვის ბათუმში არცერთი ჩვენი თანამოქალაქე აღარ ცხოვრობდეს არაუსაფრთხო გარემოში და ყველა მათგანს ჰქონდეს უსაფრთხო საცხოვრისი“, – განაცხადა ჩიქოვანმა.ამ დროისათვის ბათუმში 140-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი და კორპუსია ავარიულ მდგომარეობაში, ხოლო 1.400-ზე მეტი ოჯახი ავარიული სახლის პირობებში ცხოვრობს.ავარიული სახლების პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა გასული წლის 8 ოქტომბერს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, როდესაც ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ნანგრევებს შორის მოყვა 11 ადამიანი, მათგან მხოლოდ ორი გადარჩა, დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაღუპულებიდან ოთხი ადამიანი ერთი ოჯახის წევრი იყო. სახლის ჩამონგრევის მიზეზი პირველ სართულზე სარემონტო სამუშაოების დროს მზიდი კედლების მოშლა გახდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/08/252250218_313:0:3044:2048_1920x0_80_0_0_ea5049f256f2d9f36168beea32099721.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს რეგიონები, საზოგადოება, ახალი ამბები
ბათუმში ახალ საცხოვრებელ ფართს 10 ათასამდე მოქალაქე მიიღებს
16:40 29.03.2022 (განახლებულია: 21:50 29.03.2022) გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახებს ზუსტად იმ ფართობის ბინა გადაეცემათ, რამდენსაც ავარიულ სახლებში ფლობენ.
თბილისი, 29 მარტი — Sputnik. სახელმწიფო პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ დაახლოებით 10 ათას ბათუმელს შეეხება, განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ.
საქართველომ მთავრობამ სახელმწიფო პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ ორშაბათს დაამტკიცა. პროგრამის თანახმად, ბათუმში ავარიული შენობები თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლდება.
„აღნიშნული სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დახმარებით ჩვენ შევძლებთ შემდგომ სამ წელიწადში 300-მდე ავარიული შენობა ახალი, თანამედროვე და უსაფრთხო საცხოვრებლით ჩავანაცვლოთ. აღნიშნული პროგრამა 3 ათასამდე ოჯახს შეეხება, ეს ბათუმის დაახლოებით 10 ათასი მცხოვრებია“, – განაცხადა რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში აჭარის მთავრობა პროგრამის წარმატებით განსახორციელებლად დეველოპერებსა და მშენებელ კომპანიებს 150 მილიონი ლარის მოცულობის საბანკო თავდებობას შესთავაზებს.
„ეს არის პირველი ეტაპის გაგრძელება. გასულ წელს ჩვენ ამ პროგრამისთვის 80 მლნ ლარი გამოვყავით“, – აღნიშნა რიჟვაძემ.
პირველ ეტაპზე პროგრამა შეეხო რურუას ქუჩაზე მცხოვრებ 70 ოჯახს. მათ მერიის ფონდიდან ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები შესთავაზეს.
ბათუმის მერის არჩილ ჩიქოვანის თქმით, აღნიშნული პროგრამის განხორციელების მთავარი მიზანი მოქალაქეთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა.
„პროგრამის განხორციელებისას გვექნება შესაძლებლობა, სრულიად განვაახლოთ ინფრასტრუქტურა და ავაშენოთ ახალი შენობა-ნაგებობები, რომელიც იქნება უსაფრთხო და ქალაქის იერსახის შესაბამისი“, – განაცხადა ჩიქოვანმა „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში.
მისი განმარტებით, პრიორიტეტულობის მიხედვით შენობების სამი კატეგორია არსებობს. პირველი – ესაა სახლები, სადაც ცხოვრება უსაფრთხო არაა. ასეთი ოჯახებისთვის ბათუმის მერია ბინებს იჯარით იღებს. ჩიქოვანის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ასეთი დაახლოებით 200 ოჯახია.
მეორე კატეგორიაა შენობები, რომლებიც ექვემდებარებიან გამაგრებას, თუმცა შენობის გამაგრება არარენტაბელურია. მესამე – შენობები, რომელთა გამაგრება შეიძლება.
„გვაქვს ამბიცია, რომ 2024 წლის ბოლოსთვის ბათუმში არცერთი ჩვენი თანამოქალაქე აღარ ცხოვრობდეს არაუსაფრთხო გარემოში და ყველა მათგანს ჰქონდეს უსაფრთხო საცხოვრისი“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
ამ დროისათვის ბათუმში 140-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი და კორპუსია ავარიულ მდგომარეობაში, ხოლო 1.400-ზე მეტი ოჯახი ავარიული სახლის პირობებში ცხოვრობს.
ავარიული სახლების პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა გასული წლის 8 ოქტომბერს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, როდესაც ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ნანგრევებს შორის მოყვა 11 ადამიანი, მათგან მხოლოდ ორი გადარჩა, დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაღუპულებიდან ოთხი ადამიანი ერთი ოჯახის წევრი იყო. სახლის ჩამონგრევის მიზეზი პირველ სართულზე სარემონტო სამუშაოების დროს მზიდი კედლების მოშლა გახდა.