ბაიდენმა ღმერთს პუტინის მოშორება სთხოვა. პასუხი არ დააყოვნებს

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიჯო ბაიდენი
ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2022
გამოწერა
პიოტრ აკოპოვი
თეთრი სახლის განცხადება იმის თაობაზე, რომ აშშ-ის პოლიტიკა არ შეცვლილა და ისინი არ ცდილობენ რუსეთში ხელისუფლების შეცვლას, არავინ დაიჯერა. რადგან აშშ-ის პრეზიდენტმა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ უწოდა ვლადიმირ პუტინს „მკვლელი“, ბოლო ერთი თვის განმავლობაში კი არაერთი მსგავსი ეპითეტი გამოიყენა – „სამხედრო დამნაშავე“, „მკვლელი-დიქტატორი“.
ამიტომ როდესაც შაბათს პოლონეთის დედაქალაქში სიტყვით გამოსვლა დაასრულა ფრაზით – „ღმერთმანი, ეს ადამიანი ხელისუფლების სათავეში ვეღარ დარჩება“, განსაკუთრებით არავის გაკვირვებია. გარდა თეთრი სახლის თანამშრომლებისა, რომლებმაც მაშინვე მოაყოლეს ახსნა-განმარტება პრეზიდენტის სიტყვებს: „პრეზიდენტი გულისხმობდა, რომ პუტინს არ შეიძლება მისცენ შესაძლებლობა, მართოს თავისი მეზობლები ან რეგიონი“. მას არ ჰქონია მხედველობაში პუტინის ძალაუფლება რუსეთში ან რეჟიმის შეცვლა, განაცხადეს ბაიდენის ადმინისტრაციაში. მომდევნო დღეს თავად პრეზიდენტმაც უარყოფითად უპასუხა კითხვას იმის თაობაზე, იყო თუ არა მისი ნათქვამი მოწოდება რეჟიმის შეცვლისკენ.
რატომ წაიღო სიტყვები უკან ბაიდენმა? იმიტომ რომ შტატებს ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ უკრაინაში პუტინს დაამარცხებს, ანუ შეინარჩუნებს ამ ქვეყნის ნაწილზე თავის გავლენას. ამისათვის კი საჭიროა, როგორც ისინი ფიქრობენ, არ მიიმწყვდიონ პუტინი კუთხეში და მოსკოვს ზელენსკისთან დაზავების შემდეგ სანქციების ნაწილობრივი მოხსნის იმედი დაუტოვონ. თუმცა უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყება იმაზე მეტყველებს, რომ ვლადიმირ პუტინს მცირედი ეჭვიც კი არ დარჩა: აშშ-თან მოლაპარაკება შეუძლებელია. სწორედ ამიტომ წყდება უკრაინის ბედი ბრძოლის ველზე და არა მოლაპარაკების ან მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის კულისებს მიღმა კონტაქტების გზით.
სინამდვილეში ეს ბაიდენსაც ესმის, სწორედ ამიტომ ვერ იკავებს თავს და პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადადის. თუმცა პუტინის ლანძღვა და ხელისუფლებიდან მისი ჩამოშორების მოწოდება არაფრის მომტანია.
ალიანსისთვის პუტინის შეცვლაზე ფსონის დადება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო და მათ წააგეს ყველაფერი, რაც კი შეეძლოთ. საჭიროა რუსეთის ეკონომიკისთვის ისეთი ძლიერი დარტყმის მიყენება, რომ ამან ქვეყნის შიგნით არეულობა ან გადატრიალება გამოიწვიოს. სწორედ ამ „გენიალური“ იდეით ხელმძღვანელობდა ობამა–ბაიდენის ადმინისტრაცია 2014-ში, როდესაც რუსეთს და „პუტინის ოლიგარქებს“ სანქციებს უწესებდა. არ იმუშავა.
ამის მიუხედავად, 2022-შიც იმავე ლოგიკით მოქმედებენ, თანაც დარტყმას აყენებენ ნებისმიერ მდიდარ რუსს, რომელიც რუსეთსა და დასავლეთში ცხოვრობს, იმისდა მიუხედავად, რომ მათი ნაწილი პუტინის წინააღმდეგაა განწყობილი, შეიძლება რუსეთის წინააღმდეგაც კი.
პუტინის საწინააღმდეგო სანქციებით უმთავრესად თავად დასავლეთი დაზარალდება – არა ენერგომატარებლების გაძვირებით, არამედ უფრო მეტად დოლარისა და დასავლური ვალუტის მიმართ, ანგლოსაქსების მიერ აგებული მსოფლიო ფინანსური სისტემის მიმართ მთელი არადასავლური სამყაროს ნდობის შერყევით. ანუ უმიზნებდნენ პუტინს და საკუთარ თავს მოარტყეს.
ამასობაში, ვიდრე ბაიდენი რუსებს „დიქტატორის შეცვლისკენ“ მოუწოდებს, პუტინი ყალიბდება არა მხოლოდ რუსეთის, არამედ მთელი ანტიდასავლური სამყაროს ლიდერად.
აშშ-ს ძალიან უნდა პუტინი ძალაუფლებას ჩამოაშოროს, რადგან არ სჭირდება ძლიერი მეტოქე, რომელსაც არ ეშინია აშშ გამოიწვიოს.
საქმე პირადად პუტინს არც ეხება – რუსეთის ძლიერი და დამოუკიდებელი ლიდერები ყოველთვის დასავლეთის სიძულვილს იწვევდნენ. მკვლელებს, ჯალათებსა და სისხლიან დიქტატორებს უწოდებდნენ არა მხოლოდ ივანე მრისხანეს, არამედ ნიკოლოზ პირველს, ალექსანდრე მეორეს, ნიკოლოზ მეორეს, ლენინს, სტალინს, ხრუშჩოვსა და ბრეჟნევსაც კი – ნებისმიერს, განურჩევლად იმისა, როგორი იყო მათი საშინაო პოლიტიკა.
ერთი წლის წინ ბაიდენის შეურაცხყოფაზე პასუხის გაცემისას პუტინმა თქვა, რომ ნათქვამი მთქმელს უკან დაუბრუნდებოდა. ამიტომ უნდა აღინიშნოს, რომ ჯო ბაიდენის ვარშავაში გაკეთებულ მოწოდებას ღმერთი გაიგონებს – „ეს ადამიანი“ ნამდვილად არ შეიძლება ხელისუფლების სათავეში დარჩეს.
შვიდ თვეში იგი დაკარგავს კონტროლს კონგრესზე და მალე დაიწყება იმპიჩმენტის პროცედურა, რომელიც იქნება რესპუბლიკელების შურისძიება ტრამპის წინააღმდეგ ანალოგიური ქმედებების გამო. როგორც ტრამპის შემთხვევაში, ის არ იქნება წარმატებული, მაგრამ გამოფიტავს და სერიოზულად შეზღუდავს ბაიდენის ადმინისტრაციის ძალაუფლებას. შემდეგ კი იქნება 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელზეც მთავარი ინტრიგა გახდება არა გამარჯვებულის სახელი, არამედ შეერთებული შტატების მთლიანობის საკითხი.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0