რუსეთის სპეცოპერაციის გადამწყვეტი ეტაპი აღმოსავლეთ უკრაინაში

© photo: Sputnik / Konstantin Mikhalchevskiy / ფოტობანკში გადასვლა
  - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2022
გამოწერა
Yandex newsTelegram
რუსეთის შეიარაღებული ძალები კვლავ უტევენ უკრაინას რამდენიმე სტრატეგიული მიმართულებით. მარიუპოლის დაცვის განადგურების შემდეგ რუსული ჯარის პრიორიტეტი უკრაინის შეიარაღებული ძალების დონბასის დაჯგუფების დემილიტარიზაცია გახდა.
რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა გუშინ აიღეს რამდენიმე დასახლებული პუნქტი აღმოსავლეთ უკრაინაში, ორი კილომეტრით უკან დაახევინეს 95-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადას და სლავიანსკის მახლობლად, ნოვოსელოვკის სამხრეთ საზღვარზე გავიდნენ.
ერთ დღეში უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მოწინააღმდეგის 36 სამხედრო ობიექტი განადგურდა. რუსულმა ჯარმა გაანადგურა უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ერთი გამანადგურებელი Су-27 (დონბასის ოლქში) და ოთხი ბომბდამშენი Су-24 (ჩერნიგოვის ოლქში), ასევე 19 უპილოტო აპარატი.
სულ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან განადგურებულია: 308 უპილოტო საფრენი აპარატი, 1713 ტანკი და სხვა საბრძოლო ჯავშანმანქანა, ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემების 170 დანადგარი, საველე არტილერიის 715 იარაღი და ნაღმმტყორცნი, სპეციალური სამხედრო საავტომობილო ტექნიკის 1557 ერთეული.
უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ეროვნული გვარდიის გარნიზონები ოდესასა და ნიკოლაევში მრავალი დღეა ელოდებიან რუსულ დივერსიულ ჯგუფებს, დესანტს ზღვიდან ან შტურმს ხმელეთიდან. უკრაინის სანაპიროსთან ნაჩქარევად დაყენებული ნაღმები რუმინეთის, ბულგარეთის, თურქეთის მიმართულებით დრეიფს აგრძელებენ (ამ ქვეყნების საზღვაო ძალებმა უკვე ოთხი ნაღმი აღმოაჩინეს) .
უცხოელი სამხედრო ექსპერტების ვარაუდით, რუსეთი შექმნის მსხვილ სამხედრო ბაზას კიევთან, რათა „დედაქალაქის გარნიზონი და უკრაინის პოლიტიკური ხელისუფლება მუდმივ დაძაბულობაში ამყოფოს“.
ლოგიკურია ვარაუდი, რომ რუსეთის მუდმივი სამხედრო ბაზები რუსული სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ უკრაინის მეზობლებისთვის შეიძლება გახდეს ახალი, მშვიდობიანი და უსაფრთხო (გერმანიასა და იაპონიაში აშშ-ის სამხედრო ბაზების ლეგიტიმური ყოფნის მსგავსად).
ვფიქრობ, გოსტომელის აეროპორტი კიევთან დიდხანს დარჩება რუსული საჰაერო-სადესანტო ჯარების დანაყოფების ბაზირების ადგილად, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, რომელიც უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სამხედრო სპეციალური ოპერაციის დასრულების შემდეგ გაფორმდება.
შესაძლებელია თუ არა სხვაგვარად მოქმედება, თუ კოლექტიურმა დასავლეთმა რუსეთს ახალი ცივი ომი გამოუცხადა, გეგმავს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 800 მლნ დოლარის ღირებულების იარაღის მიწოდებას, მზადაა იბრძოლოს „ბოლო უკრაინელის“ სისხლის წვეთამდე კიევის დამარცხების შემდეგაც კი და უკვე აწყობს უკრაინის გადაიარაღების გეგმებს - რუსეთის სპეცოპერაციის შემდეგ? დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ამ დღეებში განაცხადა, რომ დასავლეთი მზადაა „გაამაგროს უკრაინის მაჩვზღარბას ეკლები, რათა მომავალში ის ძნელად მოსანელებელი გახადოს“ რუსული ჯარისთვის.
ნატოს სპეციალისტები და მათი ქვეშევრდომები უკრაინის უშიშროების საბჭოში ამზადებენ სპექტაკლს უკრაინაში მომწამლავი ქიმიური ნივთიერებების გამოსაყენებლად ადრე ერაყსა და სირიაში გამოცდილი სქემით - ამერიკული ფრთოსანი რაკეტებით ხსენებული სახელმწიფოების ტერიტორიების მასირებული დარტყმების წინ.
თუმცა ევროპასა და აშშ-ში ალბათ აღარავის დარჩა ილუზია, რომ შეძლებს მოსკოვის „შეკავებას“ შემტევი სამხედრო საშუალებებითა და კოლინ პაუელის სტილში პრიმიტიული პროვოკაციებით. უკრაინის ტერიტორიაზე ნატოსა და რუსეთის პირდაპირი სამხედრო შეტაკება პრაქტიკულად გარდაუვლად გამოიწვევს ბირთვულ ესკალაციას და დაასრულებს აშშ-ისა და მისი ევროპელი მოკავშირეების ისტორიას.
რედაქცია შესაძლოა კატეგორიულად არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0