https://sputnik-georgia.com/20220329/amerikis-uzvelesi-observatoria-ucxo-civilizaciam-aago-265588705.html
მეცნიერთა დასკვნით, მზის უძველესი ობსერვატორია უცხო ცივილიზაციამ ააგო: ფოტო-ვიდეო
მეცნიერთა დასკვნით, მზის უძველესი ობსერვატორია უცხო ცივილიზაციამ ააგო: ფოტო-ვიდეო
Sputnik საქართველო
თბილისი, 29 მარტი — Sputnik. თანამედროვე პერუს ტერიტორიაზე ინკების იმპერიის დაარსებამდე და მზის ღმერთის თაყვანისმცემლობამდე დიდი ხნით ადრე უცნობმა ცივილიზაციამ... 29.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-29T15:24+0400
2022-03-29T15:24+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
პერუ
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/1d/265589183_0:0:3640:2048_1920x0_80_0_0_c0aa77ab1bcf9a7d773ae205be6cca5b.jpg
თბილისი, 29 მარტი — Sputnik. თანამედროვე პერუს ტერიტორიაზე ინკების იმპერიის დაარსებამდე და მზის ღმერთის თაყვანისმცემლობამდე დიდი ხნით ადრე უცნობმა ცივილიზაციამ იქ ამერიკის კონტინენტზე ყველაზე ძველი მზის ობსერვატორია ააგო, იუწყება ScienceAlert.არქეოლოგიური კომპლექსი ჩანკილიო, რომელიც უდაბნოში მდებარეობს, მოიცავს მზის ობსერვატორიის ნანგრევებს სახელწოდებით „ცამეტი კოშკი“, ტაძარს, საცხოვრებელ სათავსოებსა და მოსახლეობის შეკრების ადგილებს.მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ამ ადგილებს ადგილობრივები რიტუალებისთვის და ასევე მზეზე დასაკვირვებლად იყენებდნენ.გარდა ამისა, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ უძველესი ცივილიზაციის წარმომადგენლები მზის კალენდრით სარგებლობდნენ.არქეოლოგების აზრით, საკუთრივ ობსერვატორია ჩვენს წელთაღრიცხვამდე 500-200 წლების პერიოდში აშენდა. მაგრამ ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნეში, გაურკვეველი მიზეზების გამო, ეს ადგილი მიუტოვებიათ.ბორცვზე გაშენებულ მზის ობსერვატორიას „ცამეტი კოშკი“ იმიტომ ეწოდა, რომ ის 13 კოშკისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთისგან თანაბარი მანძილით არიან დაშორებული. კოშკები ერთ ხაზზეა განლაგებული, დაახლოებით 300 მეტრ სიგრძეზე.თუ კოშკებიდან ამ ხაზის სხვადასხვა წერტილს დააკვირდებით, ნახავთ, რომ ეს ობსერვატორია საკმაოდ ზუსტად აჩვენებს მზის ამოსვლა-ჩასვლას მთელი წლის განმავლობაში. მაგალითად, ზაფხულის ბუნიობის დღეს მზე პირველი მარჯვენა კოშკის მარჯვნიდან ჩნდება, ხოლო ზამთრის ბუნიობისას — პირველი მარცხენა კოშკის მარცხენა მხრიდან.ობსერვატორიის ამგები უძველესი ცივილიზაციის წარმომადგენლების შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. მაგრამ, სავარაუდოდ, ეს ერთ-ერთი უძველესი კულტურა უნდა ყოფილიყო ამერიკაში. ის ინკების ცივილიზაციაზე ათასი წლით უფროსია, რომელიც ასევე ცნობილია ასტრონომიული დაკვირვებებით.ჩანკილიოს არქეოლოგიური კომპლექსი 2021 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა.
პერუ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/1d/265589183_578:0:3309:2048_1920x0_80_0_0_f806717e58c29853bdf0e639d1e98e06.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, პერუ, მსოფლიოს ახალი ამბები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, პერუ, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 29 მარტი — Sputnik. თანამედროვე პერუს ტერიტორიაზე ინკების იმპერიის დაარსებამდე და მზის ღმერთის თაყვანისმცემლობამდე დიდი ხნით ადრე უცნობმა ცივილიზაციამ იქ ამერიკის კონტინენტზე ყველაზე ძველი მზის ობსერვატორია ააგო, იუწყება
ScienceAlert. არქეოლოგიური კომპლექსი ჩანკილიო, რომელიც უდაბნოში მდებარეობს, მოიცავს მზის ობსერვატორიის ნანგრევებს სახელწოდებით „ცამეტი კოშკი“, ტაძარს, საცხოვრებელ სათავსოებსა და მოსახლეობის შეკრების ადგილებს.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ამ ადგილებს ადგილობრივები რიტუალებისთვის და ასევე მზეზე დასაკვირვებლად იყენებდნენ.
გარდა ამისა, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ უძველესი ცივილიზაციის წარმომადგენლები მზის კალენდრით სარგებლობდნენ.
არქეოლოგების აზრით, საკუთრივ ობსერვატორია ჩვენს წელთაღრიცხვამდე 500-200 წლების პერიოდში აშენდა. მაგრამ ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნეში, გაურკვეველი მიზეზების გამო, ეს ადგილი მიუტოვებიათ.
ბორცვზე გაშენებულ მზის ობსერვატორიას „ცამეტი კოშკი“ იმიტომ ეწოდა, რომ ის 13 კოშკისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთისგან თანაბარი მანძილით არიან დაშორებული. კოშკები ერთ ხაზზეა განლაგებული, დაახლოებით 300 მეტრ სიგრძეზე.
თუ კოშკებიდან ამ ხაზის სხვადასხვა წერტილს დააკვირდებით, ნახავთ, რომ ეს ობსერვატორია საკმაოდ ზუსტად აჩვენებს მზის ამოსვლა-ჩასვლას მთელი წლის განმავლობაში. მაგალითად, ზაფხულის ბუნიობის დღეს მზე პირველი მარჯვენა კოშკის მარჯვნიდან ჩნდება, ხოლო ზამთრის ბუნიობისას — პირველი მარცხენა კოშკის მარცხენა მხრიდან.
ობსერვატორიის ამგები უძველესი ცივილიზაციის წარმომადგენლების შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. მაგრამ, სავარაუდოდ, ეს ერთ-ერთი უძველესი კულტურა უნდა ყოფილიყო ამერიკაში. ის ინკების ცივილიზაციაზე ათასი წლით უფროსია, რომელიც ასევე ცნობილია ასტრონომიული დაკვირვებებით.
ჩანკილიოს არქეოლოგიური კომპლექსი 2021 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა.