პლუს 698: 29 მარტის კოვიდ-სტატისტიკა განახლდა

© photo: Sputnik / Maksim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2022
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.622.432 ადამიანი; ჩატარებულია 2.855.078 აცრა, ერთ დღეში აცრილია 1.672 ადამიანი.
თბილისი, 29 მარტი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 698-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.647.243-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.622.432 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.036), გარდაიცვალა – 16.730 (ბოლო 24 საათში – 10). სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 592 პაციენტი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 22.903 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20.175, PCR–ტესტით – 2.728.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 3,05%, ბოლო 14 დღის – 3,92%, ბოლო 7 დღის – 3,12%.
სულ ჩატარებულია 2.855.078 აცრა, ერთ დღეში აცრილია 1.672 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0