https://sputnik-georgia.com/20220328/tu-dasavleti-gazis-fuls-rublsi-ar-gadaixdis-gazs-ar-mivawvdit-265561540.html
პესკოვი: თუ დასავლეთი გაზის საფასურს რუბლში არ გადაიხდის, აირს არ მივაწვდით
პესკოვი: თუ დასავლეთი გაზის საფასურს რუბლში არ გადაიხდის, აირს არ მივაწვდით
Sputnik საქართველო
თბილისი, 28 მარტი — Sputnik. თუ დასავლეთი უარს იტყვის გაზის საფასურის რუსული რუბლით გადახდაზე, მოსკოვი ბუნებრივ აირს უფასოდ არ მიაწვდის, განაცხადა რუსეთის... 28.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-28T17:26+0400
2022-03-28T17:26+0400
2023-08-17T12:45+0400
პოლიტიკა
ეკონომიკა
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
ევროპა
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1d/251312738_0:0:3038:1710_1920x0_80_0_0_a05e21203374f222644cceeb3a87f289.jpg
თბილისი, 28 მარტი — Sputnik. თუ დასავლეთი უარს იტყვის გაზის საფასურის რუსული რუბლით გადახდაზე, მოსკოვი ბუნებრივ აირს უფასოდ არ მიაწვდის, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.მისი თქმით, ახლა გადახდის ახალ მეთოდზე გადასვლის ვადები დგინდება, საკითხი პროფილურ უწყებებთან განიხილება.ამასთან პესკოვმა ხაზი გაუსვა, რომ გაზის მიწოდების პროცესი „ძალიან, ძალიან რთულია“ და ის უცბად არ გვარდება.რუსეთი ევროპას მოხმარებული გაზის დაახლოებით 40%-ს აწვდის „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის, უკრაინის გაზსატრანსპორტო სისტემის, გაზსადენ „იამალი-ევროპისა“ და „თურქული ნაკადის“ მეშვეობით.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 23 მარტს გამოაცხადა, რომ „არამეგობარ ქვეყნებს“, რომლებიც ანტირუსულ სანქციებს შეუერთდნენ, გაზის საფასურის გადახდა რუსულ რუბლში მოუწევთ. ახლა რუსეთის ცენტრობანკმა და მთავრობამ უნდა განსაზღვრონ რუსულ ვალუტაში ტრანზაქციის პროცედურა.
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1d/251312738_307:0:3038:2048_1920x0_80_0_0_f239e64d2290e166152d81b6bd2f7c6e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ეკონომიკა, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი
პოლიტიკა, ეკონომიკა, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი
თბილისი, 28 მარტი — Sputnik. თუ დასავლეთი უარს იტყვის გაზის საფასურის რუსული რუბლით გადახდაზე, მოსკოვი ბუნებრივ აირს უფასოდ არ მიაწვდის, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
„პრობლემებს მათი წარმოშობის კვალდაკვალ გადავჭრით, ის, რომ გაზს უფასოდ არ მივაწვდით, ცალსახაა. ამის თქმა შეიძლება აბსოლუტური დაბეჯითებით. ჩვენ მდგომარეობაში პანევროპული ქველმოქმედება არც შესაძლებელია და არც მიზანშეწონილი“, — განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, ახლა გადახდის ახალ მეთოდზე გადასვლის ვადები დგინდება, საკითხი პროფილურ უწყებებთან განიხილება.
ამასთან პესკოვმა ხაზი გაუსვა, რომ გაზის მიწოდების პროცესი „ძალიან, ძალიან რთულია“ და ის უცბად არ გვარდება.
„ეს არ არის რაიმე საქონლის მაღაზიაში შეძენა, სადაც ფულს სალაროში იხდით. მიწოდება, გადახდა და ბალანსის გამოყვანა — ეს დროში გაწელილი პროცესია. სწორედ ახლა ყველა მოდალობა მუშავდება“, — დასძინა კრემლის წარმომადგენელმა.
რუსეთი ევროპას მოხმარებული გაზის დაახლოებით 40%-ს აწვდის „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის, უკრაინის გაზსატრანსპორტო სისტემის, გაზსადენ „იამალი-ევროპისა“ და „თურქული ნაკადის“ მეშვეობით.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 23 მარტს გამოაცხადა, რომ „არამეგობარ ქვეყნებს“, რომლებიც ანტირუსულ სანქციებს შეუერთდნენ, გაზის საფასურის გადახდა რუსულ რუბლში მოუწევთ. ახლა რუსეთის ცენტრობანკმა და მთავრობამ უნდა განსაზღვრონ რუსულ ვალუტაში ტრანზაქციის პროცედურა.