თავისუფალი ჭიდაობა: ევროპის ჩემპიონატზე დღეს ხუთი ქართველი იასპარეზებს

© photo: Sputnik / Alexey Filippovთავისუფალი სტილით ჭიდაობა
თავისუფალი სტილით ჭიდაობა - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2022
გამოწერა
ევროპის ჩემპიონატზე პირველი ორთაბრძოლები თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი ხვალ გაიმართება.
თბილისი, 28 მარტი – Sputnik. ბუდაპეშტში იწყება ევროპის ჩემპიონატი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, დღეს ხალიჩაზე ხუთი წონითი კატეგორიის სპორტსმენები გავლენ.
ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ნაკრები ყველა წონით კატეგორიაში მიიღებს მონაწილეობას. მედლების მოპოვებას შეეცდებიან ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ), ბექა ლომთაძე (65 კგ), ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ), ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ).
ბექა ბუჯიაშვილი ტურნირზე მეოთხედფინალური ეტაპიდან ჩაერთვება და სლოვაკ მარტინ ზიძიკსა და რუმინელ რაზვან კოვაჩს შორის გამარჯვებულს დაელოდება. ბექა ლომთაძის მეტოქე რუმინელი სტეფან კომანი იქნება, ზურაბ იაკობიშვილი მერვედფინალში შვეიცარიელ მარკ დიეტშეს დაუპირისპირდება, ვლადიმერ გამყრელიძე უნგრელ ჩაბა ვიდას შეხვდება, ხოლო ელიზბარ ოდიკაძის მოწინააღმდეგე აზერბაიჯანელი მაგომედხან მაგომედოვისა და ლიეტუველი ლუკას კრასაუსკასის წყვილში გამარჯვებული იქნება.
წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება, ნახევარფინალები კი 20:00 საათიდან გაიმართება.
უნგრეთის დედაქალაქი ევროპის ჩემპიონატს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 28-30 მარტს უმასპინძლებს. შემდეგ კი აქვე ასპარეზობას ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ.
შარშან ვარშავაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მოჭიდავეებმა 5 მედალი (1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო) მოიპოვეს.
ყველა ახალი ამბავი
0