https://sputnik-georgia.com/20220328/tarlitobis-faqtze-walenjixis-sakrebulos-wevri-daakaves-265554505.html
თაღლითობის ფაქტზე წალენჯიხის საკრებულოს წევრი დააკავეს
თაღლითობის ფაქტზე წალენჯიხის საკრებულოს წევრი დააკავეს
Sputnik საქართველო
ყალბი დოკუმენტების საფუძველზე ბრალდებულებმა თაღლითურად საკუთრებაში დაირეგისტრირეს 9 ერთეული მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო ღირებულებამ 400 ათას ლარზე მეტი... 28.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-28T16:46+0400
2022-03-28T16:46+0400
2022-03-28T21:03+0400
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
სამეგრელო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250706280_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_3188e667e27875f32c3535b099cc75ea.jpg
თბილისი, 28 მარტი – Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის პირველ ნახევარში საკრებულოს წევრი დაუკავშირდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს სოფელ ეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში და მასთან დაახლოებულ პირებსა და ნათესავებზე საკუთრების უფლებადამდგენი დოკუმენტის ყალბად დამზადება მოსთხოვა.უწყების ცნობით, ყალბი ცნობების საფუძველზე აღნიშნულმა პირებმა საჯარო რეესტრის მეშვეობით თაღლითურად საკუთრებაში დაირეგისტრირეს 406.250 ლარის ღირებულების ჯამში 100.083 კვ.მ 9 მიწის ნაკვეთი.გამოძიების ფარგლებში ბრალდება ასევე წარედგინება თაღლითობაში მონაწილე ყველა პირს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე მიმდინარეობს, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
საქართველო
სამეგრელო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250706280_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_e22ee38d8be197ecf5321f9eb67cafd6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, სამეგრელო
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, სამეგრელო
თაღლითობის ფაქტზე წალენჯიხის საკრებულოს წევრი დააკავეს
16:46 28.03.2022 (განახლებულია: 21:03 28.03.2022) ყალბი დოკუმენტების საფუძველზე ბრალდებულებმა თაღლითურად საკუთრებაში დაირეგისტრირეს 9 ერთეული მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო ღირებულებამ 400 ათას ლარზე მეტი შეადგინა.
თბილისი, 28 მარტი – Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის პირველ ნახევარში საკრებულოს წევრი დაუკავშირდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს სოფელ ეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში და მასთან დაახლოებულ პირებსა და ნათესავებზე საკუთრების უფლებადამდგენი დოკუმენტის ყალბად დამზადება მოსთხოვა.
„თითქოსდა მათზე საკარმიდამო მეურნეობის მოწყობის მიზნით გაცემული იყო ე.წ. ლეციმინტიეს უბანში მდებარე ფერმის და მის მომიჯნავედ არსებული ტერიტორია. მისი თხოვნის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა საკრებულოს წევრის მიერ მითითებული პირების სახელზე შეადგინდა მიწის იდენტობის დამდგენი ყალბი ცნობები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ყალბი ცნობების საფუძველზე აღნიშნულმა პირებმა საჯარო რეესტრის მეშვეობით თაღლითურად საკუთრებაში დაირეგისტრირეს 406.250 ლარის ღირებულების ჯამში 100.083 კვ.მ 9 მიწის ნაკვეთი.
გამოძიების ფარგლებში ბრალდება ასევე წარედგინება თაღლითობაში მონაწილე ყველა პირს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე მიმდინარეობს, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.