„შავი ფულის“ შემოსვლა რუსეთიდან საქართველოში გამორიცხულია - დავითაშვილი

© photo: Sputnikლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2022
გამოწერა
საქართველოში არსებობს ზედამხედველობისა და მონიტორინგის სისტემა, მათ შორის, ფულადი ნაკადების, განაცხადა დავითაშვილმა.
თბილისი, 28 მარტი – Sputnik. საქართველოში რუსეთიდან „შავი ფულის“ შემოსვლა აბსოლუტურად შეუძლებელია, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
უკრაინის მოვლენების დაწყებისთანავე საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა დაიწყო. ოპოზიციურ და ზოგიერთ საექსპერტო წრეებში დაიწყეს საუბარი საქართველოში ფულის გათეთრების შესაძლო რისკებზე.
„დღეს საქართველოს ფინანსური სისტემა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს. ამ კუთხით საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეული წევრია, სადაც მსგავსი ტიპის ტრანზაქცია და რისკები გამორიცხულია. საქართველო არის ყველა იმ შეთანხმების ნაწილი, რომელიც არაკანონიერი შემოსავლების ბრუნვის პრევენციას აკეთებს“, – განაცხადა დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე.
როგორც დავითაშვილმა განმარტა, ქვეყანაში არსებობს ზედამხედველობისა და მონიტორინგის სისტემა, რომელიც, მათ შორის, ფულად ნაკადებს აკონტროლებს, კერძოდ, ამ ფუნქციას საქართველოს ეროვნული ბანკი ასრულებს შესაბამის სტრუქტურებთან ერთად.
„საქართველოს საბანკო სისტემა პასუხისმგებლიანია და ერთ-ერთი მოწინავეა გამჭვირვალობის კუთხით“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მან ასევე დასძინა, რომ საქართველოს ამ თვალსაზრისით შენიშვნა არასდროს მიუღია საერთაშორისო რეგულატორებისგან და მან მოიპოვა ნდობა იმ დროს, როდესაც ამ კუთხით ნაკლი არაერთხელ შენიშნეს განვითარებულ ქვეყნებში.
ყველა ახალი ამბავი
0