https://sputnik-georgia.com/20220328/ruseti-aramegobruli-qveynebidan-moqalaqeebis-sesvlaze-sezrudvebs-daawesebs-265566770.html
რუსეთი „არამეგობრული ქვეყნებიდან“ მოქალაქეების შესვლაზე შეზღუდვებს დააწესებს
რუსეთი „არამეგობრული ქვეყნებიდან“ მოქალაქეების შესვლაზე შეზღუდვებს დააწესებს
Sputnik საქართველო
აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა რუსეთს პირდაპირი ტექსტით ჰიბრიდული ომი ტოტალური გამოუცხადეს, განაცხადა ლავროვმა
2022-03-28T21:03+0400
2022-03-28T21:03+0400
2022-03-28T22:16+0400
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0f/250619137_0:187:2979:1863_1920x0_80_0_0_93a03f6f06ba134f0a9cc8b343a407f5.jpg
თბილისი, 28 მარტი – Sputnik. რუსეთში „არამეგობრული ქვეყნების“ მოქალაქეთა შესვლაზე შეზღუდვების დაწესება იგეგმება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა „ედინაია როსიას“ საერთაშორისო თანამშრომლობისა და საზღვარგარეთ თანამემამულეთა მხარდაჭერის გენერალური საბჭოს კომისიის სხდომაზე.რუსეთის ხელისუფლებამ მარტის დასაწყისში დაამტკიცა იმ უცხო სახელმწიფოებისა და ტერიტორიების სია, რომლებიც „რუსეთის მიმართ არამეგობრულ ნაბიჯებს დგამენ“. ამ ჩამონათვალში მოხვდნენ ავსტრალია, ალბანეთი, ანდორა, დიდი ბრიტანეთი, მათ შორის, ჯერსი, ანგილია, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები, გიბრალტარი, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ისლანდია, კანადა, ლიხტენშტეინი, მიკრონეზია, მონაკო, ახალი ზელანდია, ნორვეგია, კორეის რესპუბლიკა, სან-მარინო, ჩრდილოეთი მაკედონია, სინგაპური, აშშ, ტაივანი, უკრაინა, მონტენეგრო, შვეიცარია, იაპონია.ლავროვის სიტყვებით, გადაწყვეტილება გამოიცემა პრეზიდენტის განკარგულების სახით, რომლის პროექტიც ახლა მზადდება.„ეს აქტი რუსეთის ტერიტორიაზე შეზღუდვებს დააწესებს. ამასთან, მესამე ქვეყნების იმ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ, მათთვის გამარტივდება რუსეთის ტერიტორიაზე შემოსვლისა და ყოფნის წესი თავიანთ მოქალაქეობის ქვეყნებში უსაფრთხოდ დასაბრუნებლად“, – მოჰყავს საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვები РИА Новости-ს.ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა რუსეთს გამოუცხადეს ტოტალური ჰიბრიდული ომი. ამ დაპირისპირების მიზანს დასავლეთი არ მალავს: „დაანგრიოს რუსეთის ეკონომიკა, შეარყიოს შიდა პოლიტიკური სტაბილურობა და საბოლოო ჯამში საგრძნობლად დაასუსტოს რუსეთი, გაგვრიყოს საერთაშორისო ცხოვრებიდან“.დასავლეთის ქვეყნები მივიდნენ პირდაპირ სახელმწიფო ბანდიტიზმამდე, კერძო საკუთრების კონფისკაციამდე და უარს ამბობენ საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ვალდებულებების შესრულებაზე, აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0f/250619137_124:0:2855:2048_1920x0_80_0_0_df6cd750a51166039a3560ff4dd4a757.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი „არამეგობრული ქვეყნები“ მოქალაქეები შესვლა შეზღუდვები დაწესება
რუსეთი „არამეგობრული ქვეყნები“ მოქალაქეები შესვლა შეზღუდვები დაწესება
რუსეთი „არამეგობრული ქვეყნებიდან“ მოქალაქეების შესვლაზე შეზღუდვებს დააწესებს
21:03 28.03.2022 (განახლებულია: 22:16 28.03.2022) შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა რუსეთს პირდაპირი ტექსტით ტოტალური ჰიბრიდული ომი გამოუცხადეს, განაცხადა ლავროვმა.
თბილისი, 28 მარტი – Sputnik. რუსეთში „არამეგობრული ქვეყნების“ მოქალაქეთა შესვლაზე შეზღუდვების დაწესება იგეგმება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა „ედინაია როსიას“ საერთაშორისო თანამშრომლობისა და საზღვარგარეთ თანამემამულეთა მხარდაჭერის გენერალური საბჭოს კომისიის სხდომაზე.
რუსეთის ხელისუფლებამ მარტის დასაწყისში დაამტკიცა იმ უცხო სახელმწიფოებისა და ტერიტორიების სია, რომლებიც „რუსეთის მიმართ არამეგობრულ ნაბიჯებს დგამენ“. ამ ჩამონათვალში მოხვდნენ ავსტრალია, ალბანეთი, ანდორა, დიდი ბრიტანეთი, მათ შორის, ჯერსი, ანგილია, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები, გიბრალტარი, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ისლანდია, კანადა, ლიხტენშტეინი, მიკრონეზია, მონაკო, ახალი ზელანდია, ნორვეგია, კორეის რესპუბლიკა, სან-მარინო, ჩრდილოეთი მაკედონია, სინგაპური, აშშ, ტაივანი, უკრაინა, მონტენეგრო, შვეიცარია, იაპონია.
ლავროვის სიტყვებით, გადაწყვეტილება გამოიცემა პრეზიდენტის განკარგულების სახით, რომლის პროექტიც ახლა მზადდება.
„ეს აქტი რუსეთის ტერიტორიაზე შეზღუდვებს დააწესებს. ამასთან, მესამე ქვეყნების იმ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ, მათთვის გამარტივდება რუსეთის ტერიტორიაზე შემოსვლისა და ყოფნის წესი თავიანთ მოქალაქეობის ქვეყნებში უსაფრთხოდ დასაბრუნებლად“, – მოჰყავს საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვები РИА Новости-ს.
ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა რუსეთს გამოუცხადეს ტოტალური ჰიბრიდული ომი. ამ დაპირისპირების მიზანს დასავლეთი არ მალავს: „დაანგრიოს რუსეთის ეკონომიკა, შეარყიოს შიდა პოლიტიკური სტაბილურობა და საბოლოო ჯამში საგრძნობლად დაასუსტოს რუსეთი, გაგვრიყოს საერთაშორისო ცხოვრებიდან“.
დასავლეთის ქვეყნები მივიდნენ პირდაპირ სახელმწიფო ბანდიტიზმამდე, კერძო საკუთრების კონფისკაციამდე და უარს ამბობენ საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ვალდებულებების შესრულებაზე, აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.