Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

რომელი შეზღუდვები უქმდება 28 მარტიდან: სრული ჩამონათვალი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2022
გამოწერა
თბილისი, 28 მარტი – Sputnik. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში დღეიდან უქმდება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული ყველა შეზღუდვა, გარდა ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულებისა.
საკოორდინაციო საბჭომ შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე მიიღო.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 28 მარტიდან:
უქმდება ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება და მისი ტარება სავალდებულო იქნება მხოლოდ დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში;
უქმდება როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, ისე სპორტულ, სახელოვნებო თუ სხვა სახის სოციალურ ღონისძიებებზე დამსწრეთა რაოდენობრივი შეზღუდვა;
უქმდება თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში PCR–ტესტის გარეშე ბრუნდებიან;
დისტანციურ სამუშაო რეჟიმში მყოფი საჯარო მოხელეები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აპრილის განმავლობაში გაგრძელდება ვაქცინაციის წახალისების პროგრამა. შესაბამისად, 50 წელს ზემოთ პირები ვაქცინის პირველი დოზით აცრის შემთხვევაში 200 ლარს მიიღებენ, ხოლო ე.წ. ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირებს 100 ლარი ჩაერიცხებათ.
ყველა ახალი ამბავი
0