რატომ არ შეუერთდა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს: კობახიძის განმარტება

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2022
გამოწერა
ნებისმიერ სანქციებთან მიერთება ასი ათასობით საქართველოს მოქალაქეზე პირდაპირ აისახება, განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ
თბილისი, 28 მარტი — Sputnik. საქართველო არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ორი მიზეზის გამო, განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 25 თებერვალს განაცხადა, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან და მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე საქართველო არ აპირებს შეუერთდეს დასავლეთის ქვეყნებს და დაუწესოს რუსეთს სანქციები უკრაინაში დაწყებული „სპეცოპერაციის“ გამო.
„კიდევ ერთხელ შეგვიძლია მყარად გავიმეოროთ, რომ საქართველო არ შეუერთდება სანქციებს ორი ძირითადი მოსაზრებიდან გამომდინარე, ეს არის ის, რომ ჩვენ არ გვინდა დავუშვათ საქართველოში რაიმე ფორმით სამხედრო ესკალაცია, ეს არის ერთ-ერთი და მეორე, არ გვინდა, ჩვენს მოქალაქეებს სერიოზული ეკონომიკური პრობლემები შევუქმნათ“, - განაცხადა კობახიძემ.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს ახლა არ გააჩნია რესურსი იფიქროს ასეთ საკითხებზე.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სანქციები რუსეთს ვერაფერს დააკლებს, მაგრამ ძალიან სერიოზულ ეკონომიკურ, სოციალურ პრობლემებს შეუქმნის ჩვენს მოქალაქეებს“, - განაცხადა კობახიძემ.
მან აღნიშნა, რომ ნებისმიერ სანქციებთან მიერთება პირდაპირ აისახება ასი ათასობით საქართველოს მოქალაქეზე.
ამასთან, საქართველოს ხელისუფლება უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
კერძოდ, საქართველომ ყველა საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლობის უფლების შეჩერების შესახებ, ასევე მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის ქმედებებს, შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს დონბასთან მიმართებით, ასევე იყო მათ შორის, ვინც ჰააგის ტრიბუნალს მიმართა უკრაინაში სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიების დაწყებისთვის.
საქართველოდან უკრაინაში კიდევ 120 ტონა ტვირთი გაიგზავნება >>
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა სანქციების რამდენიმე პაკეტი დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0