რას ფიქრობენ რუსები რუსეთის მიერ უკრაინაში „სპეცოპერაციის“ დაწყებაზე - ახალი გამოკითხვა

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov / გადასვლა მედიაბანკშითოვლი მოსკოვში
თოვლი მოსკოვში - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2022
გამოწერა
გამოკითხვა, რომელიც ასახავს რუსეთის მოქალაქეების დამოკიდებულებას უკრაინაში მიმდინარე „სპეცოპერაციის“ შესახებ, საზოგადოებრივი აზრის ფონდმა ჩაატარა.
თბილისი, 28 მარტი – Sputnik. რუსეთში კითხვაზე, სწორი იყო თუ არა „სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება, გამოკითხულთა 73%-მა უპასუხა, რომ ეს იყო სწორი. 27 თებერვალთან შედარებით, მხარდამჭერთა წილი გაიზარდა 8%-ით – ამას მოწმობს რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი აზრის ფონდის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.
კარდაკარ გამოკითხვა ФОМнибус 2022 წლის 18-20 მარტს რუსეთის ფედერაციის 53 სუბიექტში, 104 დასახლებულ პუნქტში 1500 რესპონდენტის მონაწილეობით ჩატარდა. სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 3,6%-ს.
ამასთან, გამოკითხულთა 14% არასწორად მიიჩნევს „სპეცოპერაციის“ ჩატარებას (3 პროცენტული პუნქტით ნაკლები, ვიდრე 27 თებერვალს). დანარჩენებს პასუხის გაცემა გაუჭირდათ.
გარდა ამისა, გამოკითხვის მონაწილეებს ჰკითხეს, თუ რა მიზნები დაისახა რუსეთმა და რისი მიღწევა სურს ამ „სამხედრო ოპერაციის“ შედეგად.
გამოკითხვის თანახმად, რუსების უმრავლესობას (71%) სჯერა, რომ რუსეთი ზრუნავს თავის უსაფრთხოებაზე, სურს უკრაინის განიარაღება და არ უნდა დაუშვას იქ ნატოს ბაზების განლაგება. ყოველმა მეორე რესპონდენტმა (52%) უპასუხა, რომ რუსეთს სურს დაიცვას ლუგანსკისა და დონეცკის არაღიარებული სახალხო რესპუბლიკების მცხოვრებლები, 21%-მა განაცხადა, რომ რუსეთი გეგმავს უკრაინის პოლიტიკური კურსის შეცვლას და ხელისუფლებიდან „ნაციონალისტების“ ჩამოშორებას, 10% აცხადებს, რომ სამხედრო მოქმედებების მიზანია უკრაინის სახელმწიფოებრიობის ლიკვიდაცია, მისი ტერიტორიის შემოერთება რუსეთისთვის. 8%-ს უჭირს პასუხის გაცემა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა სანქციების რამდენიმე პაკეტი დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0