ქართული ღვინო იაპონური კომპანია Yodobashi-ს მაღაზიებში გაიყიდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliქართული ღვინო
ქართული ღვინო  - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2022
გამოწერა
2021 წელს საქართველოდან იაპონიაში 197,8 ათასი ბოთლი ღვინო გავიდა, რაც 2020 წლის მაჩვენებელზე 12%-ით მეტია.
თბილისი, 28 მარტი — Sputnik. ქართული ღვინო საცალო ვაჭრობის იაპონური კომპანია Yodobashi-ს მაღაზიებში გაჩნდება, ნათქვამია იაპონიაში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.
საელჩოს ინფორმაციით, ქართული ღვინის მიწოდების უფლება იაპონურმა ღვინის იმპორტიორმა კომპანია Magmax Corporation-მა მოიპოვა. გაყიდვების დაწყებასთან დაკავშირებით ფირმის მფლობელმა ჯოსეფ ბაჰრამიმ Yodobashi-ს ერთ-ერთ მაღაზიაში პრეზენტაცია გამართა.
ბიზნესმენმა ქართული ღვინის ისტორიასა და მეღვინეობის ტრადიციებზე ისაუბრა. ღონისძიების სტუმრებს გადაეცათ საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ საელჩოს მიერ მომზადებული საინფორმაციო ბუკლეტები.
როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, დიპლომატიური მისია მაქსიმალურად უწყობს ხელს ქართულ და იაპონურ კომპანიებს იაპონიაში ქართული ღვინისა და პროდუქტის პოპულარიზებაში, რომელიც ქართულ–იაპონური ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0