პარაძიუდო: ქართველმა პარასპორტსმენებმა გრან პრიზე ოთხი მედალი მოიპოვეს

© Sputnik / STRINGERძიუდო
ძიუდო - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2022
გამოწერა
საქართველოს ნაკრებიდან ერთადერთი ოქროს მედალი გიორგი გამჯაშვილის ანგარიშზეა, რომელმაც ფინალში ასევე ქართველი პარასპორტსმენი დაამარცხა.
თბილისი, 28 მარტი – Sputnik. პარაძიუდოში ეგვიპტის გრან პრიზე საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრებმა ოთხი მედალი მოიპოვა.
გრან პრიზე 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა გიორგი გამჯაშვილმა, რომელმაც ნახევარფინალურ ეტაპზე ესპანელი პარასპორტსმენი დაამარცხა და ფინალში გავიდა.
გამჯაშვილს ოქროს მედლისთვის ჭიდაობა ასევე ქართველ პარაძიუდოისტ ბაჩუკი შელიასთან მოუწია, რომელიც, შესაბამისად, ვერცხლის მედალს დასჯერდა. მანამდე ბაჩუკი შელიამ ეგვიპტელი და ესპანელი ფალავნები დაამარცხა.
საქართველოს სახელით გრან პრიზე გამოვიდა გიორგი ბერიძეც, რომელიც 90 კგ წონით კატეგორიაში წრიული სისტემით ასპარეზობდა. თავდაპირველად მან ეგვიპტელ მოწინააღმდეგეს სძლია, ფრანგ და ბრიტანელ პარაძიუდოისტებთან კი ორივე ბრძოლა დათმო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა აგრეთვე ნუკრი მიღრიჯანაშვილმა, რომელიც 60 კგ წონით კატეგორიაში გამოდიოდა.
ყველა ახალი ამბავი
0