Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„თუ ეს ვინმეს დააწყნარებს, სუიციდის მცდელობა მქონდა“ - მაია ასათიანი განცხადებას ავრცელებს

© Facebook / Tokshow profiliმაია ასათიანი
მაია ასათიანი - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2022
გამოწერა
ტელეწამყვანი მაია ასათიანი სოციალურ ქსელში ხშირად იღებს ნეგატიურ შეტყობინებებს. ამის საპასუხოდ მან პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ არც ისეთი ბედნიერია, როგორც ეს საზოგადოებას ჰგონია.

„თუ ვინმეს ეს დააწყნარებს, სუიციდის მცდელობა მქონდა და გადამარჩინეს. ვცხოვრობ მარტო ორ ძაღლთან ერთად, მაქვს კრედიტი, ვარ უმუშევარი. საქმეს, რომელსაც 15 წლიდან ვაკეთებ, ჩამოშორებული ვარ. არ მაქვს ჩემი საკუთარი ოჯახი და ნუ დამღალეთ კითხვით - რატომ ვარ ცოცხალი“, – წერს ტელეწამყვანი.

23 თებერვალს ასათიანის ერთადერთი შვილის გარდაცვალებიდან ხუთი წელი გავიდა. ტელეწამყვანის თქმით, ამ ტრაგედიამ ბევრი რამ ასწავლა – რომ წაქცეული ყველას უყვარხარ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რომ სიცოცხლეში დარჩენა სჯობს ზეზეურად სიკვდილს, რომ დრო ტკივილს ვერაფერს უხერხებს, უბრალოდ მასთან ერთად სწავლობ ცხოვრებას.
ნუცა მახვილაძე საფრანგეთის ერთ-ერთ კლინიკაში 2017 წლის 23 თებერვალს გარდაიცვალა. 18 წლის ნუცა მახვილაძე, რომელიც საფრანგეთში სწავლობდა, მოულოდნელად ცუდად გახდა და კომაში ჩავარდა. მიზეზი ვირუსული მენინგიტი გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0