ლავროვი: იმედი მაქვს, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები წარმატებით დაგვირგვინდება

© photo: Sputnik / Ministry of Foreign Affairs of Russiaსერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2022
გამოწერა
თბილისი, 28 მარტი — Sputnik. რუსეთს იმედი აქვს, რომ მოსკოვისა და კიევის მოლაპარაკებები წარმატებით დამთავრდება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სერბულ მედიასთან ინტერვიუში.
„ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ეს მოლაპარაკებები დაგვირგვინდეს შედეგით; შედეგით, რომლითაც ჩვენი ფუნდამენტური მიზნები მიიღწევა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის დონბასში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის დასრულება, რაც რვა წლის განმავლობაში გრძელდებოდა, მთელი პროგრესული დასავლური საზოგადოება კი დუმდა“, — აღნიშნა ლავროვმა.
ამასთან, მინისტრის თქმით, რუსეთი მომავალში მზად იქნება, რომ მოლაპარაკებების ადგილად, სტამბულის გარდა, სხვა ქალაქებიც განიხილოს.
„მოლაპარაკებების ადგილი ორივე მხარისთვის მისაღები უნდა იყოს. ჩვენ სამი პირისპირ შეხვედრა ბელარუსში ჩავატარეთ, რასაც შესვენება მოჰყვა ტექნიკური მიზეზებით — პირისპირ შეხვედრა შეუძლებელი იყო. ახლა სტამბულში შეხვედრის შესახებ მივაღწიეთ შეთანხმებას. ის ასახავს იმ წერტილს, რომლის მიმართაც ორივე მხარის შესაძლებლობები დაემთხვა. თუმცა, ვიმეორებ, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვიქნებით განვიხილოთ სხვა ადგილებიც, მათ შორის ბელგრადი“, — განაცხადა ლავროვმა.
გარდა ამისა, ინტერვიუს დროს მან უპასუხა შეკითხვებს, რომლებიც შეეხებოდა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ჯანმრთელობასა და ასევე გავრცელებულ ხმებს, რომ უკმაყოფილო ოლიგარქები „ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტობიდან გადაყენების საკითხს განიხილავენ“.
„ამ ნაბოდვარზე კომენტარის გაკეთება არ მინდა, იმიტომ რომ ეს სწორედაც რომ ნაბოდვარია, რომელსაც უკრაინული სპეცსამსახურებიც ავრცელებენ და ახლა საზღვარგარეთ მყოფი რუსი ნეოლიბერალებიც. როგორც ჩანს, იქ მათ დილიდან აძლევენ მასალებს, რომლებზეც აუცილებლად უნდა ილაპარაკონ და ისინიც ლაპარაკობენ“, — განაცხადა ლავროვმა.
რუსი მინისტრის თქმით, გავრცელებული ხმები აშკარა სიცრუეა, „ყველა ჯანმრთელია, ყველა მუშაობს“ და ამის ნახვა რეგულარულადაა შესაძლებელი როგორც ტელევიზიით, ისე სოციალური ქსელებითაც.
ყველა ახალი ამბავი
0