შეიძლება თუ არა დასავლეთთან კრიპტოვალუტით ვაჭრობა

CC BY 2.0 / Ivan Radic / Close-up of a physical Bitcoin and a gold coin50 ევროს ოქროს მონეტა და სუვენირული ბიტკოინი
50 ევროს ოქროს მონეტა და სუვენირული ბიტკოინი - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2022
გამოწერა
დმიტრი ერმაკოვი, დარია ზელენსკაია
კრიპტოვალუტა დოლარის სისტემასთან მიბმული არ არის და ბლოკჩეინის ტექნოლოგიას ბანკები ვერ აკონტროლებენ. ირანი ორმოცი წელია სანქციებით ცხოვრობს, წარმატებით ყიდულობს უცხოურ საქონელს ბიტკოინის ლეგალიზაციის წყალობით. მეორე ადგილი კრიპტოვალუტის მოპოვების მხრივ ყაზახეთს უჭირავს. თუმცა რუსეთში ეს სფერო არ არის რეგლამენტირებული, ციფრული რუბლი კი ჯერ ტესტირების სტადიაზეა. ამ ფორმის ფულის პერსპექტივაში გარკვევა სააგენტო „რია ნოვოსტიმ“ სცადა.

დოლართან კონტაქტის გარეშე

დასავლელი ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ შემოწმებისა და ბლოკირების თავიდან ასარიდებლად რუსულ ორგანიზაციებს ციფრული აქტივების გამოყენება შეუძლიათ. ამასთან, კრიპტოვალუტას კვლევების ავტორები, მაგალითად, The New York Times-ი, უწოდებენ ციფრულ რუბლსაც. „გულუბრყვილობაა იმაზე ფიქრი, რომ რუსეთმა ეს სცენარი არ გაითვალისწინა“, – ამბობს მაიკლ პარკერი, ვაშინგტონის კომპანია Ferrari & Associates-ის იურისტი.
შეზღუდვები ეფექტური რომ იყოს, საჭიროა სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ფინანსური სისტემა. უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ საკრედიტო ორგანიზაციები. ფულის გათეთრებასთან ბრძოლის კანონები ბანკებისგან ითხოვენ გარიგებების დაბლოკვას იმ ორგანიზაციებთან, რომლებზეც სანქციები ვრცელდება, და ხელისუფლებისთვის ტრანზაქციების მცდელობების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. მაგრამ კრიპტოვალუტა თუ გვერდს ვერ უვლის ფინანსურ სტრუქტურებს, მათ პარალელურად მაინც ახერხებს მუშაობას. ამჟამად რუსეთმა უნდა გამონახოს ვაჭრობის მეთოდები დოლარის სისტემასთან კონტაქტის გარეშე. ეს დასავლურ იურიდიულ პირებს რუსეთთან საიდუმლო ვაჭრობის საშუალებას მისცემს.
ირანი და ჩრდილოეთ კორეა ციფრულ ვალუტას დასავლეთის სანქციების შედეგების შესარბილებლად იყენებდნენ, რასაც აშშ-ისა და გაეროს ოფიციალური პირებიც ადასტურებენ. მეტიც, ფხენიანი ბირთვული პროგრამის დასაფინანსებლად კრიპტოვალუტის მოპარვის მიზნით ჰაკერულ პროგრამებს იყენებდა.
ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა თვით აშშ-ში კრიპტოტრეიდინგის ლეგალიზაციის წყალობით. კომპანია Crypto.com-ის ანგარიშის თანახმად, გასული წლის შუა პერიოდში მთელ პლანეტაზე 220 მილიონი ადამიანი ყიდულობდა და ყიდდა კრიპტოვალუტას.

ხელფასი ბიტკოინებით

2021 წელს კონსალტინგურმა ფირმა Elliptic-მა, რომელიც სპეციალიზებულია კრიპტოფინანსებისა და ბლოკჩეინის ანალიზზე, განაცხადა, რომ ირანი ბიტკოინების მაინინგით მიღებულ შემოსავალს იყენებს ნავთობზე დაწესებული შეზღუდვების კომპენსირებისთვის.
ირანელ კრიპტომაინერებს აძლევენ სახელმწიფო ლიცენზიებს და ელექტროენერგიაზე შეღავათს. მაგრამ მთელი კრიპტოვალუტა მათ სახელმწიფოს უნდა ჩააბარონ. ულიცენზიოდ მუშაობისთვის აჯარიმებენ.
თუმცა ელექტროქსელის გადატვირთვის გამო ირანში მაინინგს პერიოდულად კრძალავენ, რის გამოც კრიპტოვალუტისგან შემოსავალი არასტაბილურია. Elliptic-ის შეფასებით, 2020 წელს ირანზე ბიტკოინის მსოფლიო მაინინგის 4,5% მოდიოდა, რაც იმჟამინდელი კურსით დაახლოებით მილიარდ დოლარს შეადგენდა.
ვინაიდან ფულის ასეთი ფორმა აფართოებს ფინანსური გარიგებების შესაძლებლობებს, მრავალი ქვეყნის ცენტრალური ბანკები ამ სფეროს სწავლობენ. ატლანტიკური საბჭოს ციფრული ვალუტების ტრეკერის მონაცემებით, კვლევებს თითქმის 90 სახელმწიფო აწარმოებს, რომელთა წილზე მსოფლიო ეკონომიკის 90% მოდის, მათ შორისაა აშშ.
ცხრა ქვეყანამ, ძირითადად ლათინურ ამერიკაში, უკვე აამოქმედა თავისი ციფრული ვალუტები. ჩინეთში ციფრული იუანის ტესტირება დასრულებულია და დღე-დღეზე შეიძლება ამოქმედდეს.

რა მდგომარეობაა ყაზახეთში

რუსეთის მეზობელმა ყაზახეთმა შარშან კრიპტოვალუტის მოპოვებით მსოფლიოში მეორე ადგილი დაიკავა ორი მიზეზით: ბაზარზე ჩინელი მაინერების შემოსვლით და ელექტროენერგიის დაბალი ტარიფებით. მაგალითად, ნურ-სულთანში ერთი კვტ/სთ ელექტროენერგია 0,92 რუბლი ღირს. შესადარებლად, მოსკოვში ყველაზე დაბალი, ღამის ტარიფი 2,69 რუბლია.
ნაციონალური ასოციაციის თანახმად, ბაზრის ლეგალურ მოთამაშეებს ყოველწლიურად ყაზახეთის ეკონომიკაში 227 მილიონი დოლარი შეაქვთ. ამდენივეს ვერ იღებს ქვეყანა არალეგალური მაინერებისგან.
თებერვალში ყაზახეთის ხელისუფლებამ ომი გამოუცხადა ჩრდილოვან მაინერებს. მთელ ქვეყანაში დაიწყო მასობრივი შემოწმებები მისამართებზე, სადაც ენერგომოხმარების სიმძლავრე 202 მგვტ-ზე მეტს შეადგენდა. 50-ზე მეტმა ფერმამ ნებაყოფლობით შეწყვიტა საქმიანობა და მოწყობილობა სხვა ქვეყნებში გადაიტანა.
იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი ერთიანი წესებით იმუშავებს, ინდუსტრია პროგნოზირებადი გახდება. რასაკვირველია, ნაწილობრივ ჩაცხრება მოსახლეობისა და სახელმწიფო ორგანოების ნეგატიური დამოკიდებულებაც.
ყაზახეთი ელექტროენერგიის დაბალი ტარიფებით აშშ-ისა და კანადის ზოგიერთ რეგიონსა და სკანდინავიის ქვეყნებს ჩამოუვარდება. მაგრამ თუ ხელისუფლების პოლიტიკა მაინერებზე კონტროლის გაძლიერებისა არ შეიცვლება, მათ ბიზნესისთვის სხვა სახელმწიფოების განხილვაც შეუძლიათ.

ცენტრალური ბანკი წინააღმდეგია

რუსეთში კრიპტოვალუტის იურიდიული სტატუსი ბოლომდე არ არის დადგენილი. შარშან ამოქმედდა ფედერალური კანონი, რომლის თანახმადაც, კრიპტოვალუტა არალეგალურად არ მიიჩნევა. თუმცა დოკუმენტში არ არის გაწერილი ნიუანსები.
კრიპტოვალუტის ლეგალურობის საკითხის მიმართ ქვეყანაში განსხვავებული მიდგომა არსებობს.
მარგამ როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ რუსეთში, კრიპტოვალუტა, როგორც ფინანსური ინსტრუმენტი, რისკის ზონაშია. მომხმარებლისთვისაც, რომელმაც შეიძლება დაკარგოს ან დაავიწყდეს საფულესთან წვდომის კოდი, რომლის აღდგენაც შეუძლებელია.
ეკონომისტ ლეონიდ ხაზანოვის თქმით, საჭიროა საერთო ნაკლის გათვალისწინება: კურსი მეტისმეტად მკვეთრად იცვლება, რადგან დამოკიდებულია მხოლოდ მომხმარებლის ნდობაზე. კურსის მერყეობის გამო არსებობს დიდი ფინანსური დანაკარგების რისკი. არსებული საგადახდო ტერმინალები კრიპტოვალუტაზე არ მუშაობს. აქედან – ტექნიკური გაუმართაობებიც. კრიპტოვალუტის ნაღდ ფულზე გადაცვლაც არ არის მარტივი: დედაქალაქში ძალიან ცოტა გადამცვლელი პუნქტია. რეგიონებში კი – უფრო ნაკლები.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0