„რუსები იქ უნდა ჩარჩნენ“ - როგორ აღვივებს აშშ კონფლიქტს უკრაინაში

  - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2022
გამოწერა
ანდრეი კოცი
უკრაინაში პოლონეთის საზღვრიდან პრაქტიკულად ყოველდღე შედის დასავლური შეიარაღებით დატვირთული სარკინიგზო შემადგენლობები და საავტომობილო კოლონები. ნატო ცდილობს უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის აღდგენას და ამით რუსული სპეცოპერაციის შენელებას. თუმცა ამის გაკეთება არც ისე მარტივია. ერთ თვეში უკრაინის მხარემ უზარმაზარი რაოდენობის მძიმე ტექნიკა დაკარგა, რომლის ჩანაცვლებაც პრაქტიკულად შეუძლებელია.

ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა

უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ნატო ფულს არ იშურებს. უახლოეს დღეებში აშშ, სამხედრო დახმარების უმსხვილესი პაკეტის ფარგლებში, გეგმავს 800 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის მიწოდებას: სასროლი იარაღი, ტანკსაწინააღმდეგო და გადასატანი საზენიტო კომპლექსები, რადარები, საბრძოლო მასალები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.
როგორც The Wall Street Journal-ი იუწყება, კიევს პირველად მიაწვდიან მძიმე ტექნიკას. ჯერ საუბარია საბჭოთა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსებზე, რომლებიც ვარშავის შეთანხმების მონაწილე ქვეყნების შეიარაღებაშია. რამდენიმე ათწლეულში ამერიკელებმა კარგი „კოლექცია“ შეაგროვეს: ათობით საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „ოსა“, „თორ-М2“, „ბუკი“, С-300В.
აშშ მოკავშირეებს არწმუნებს, დაეხმარონ უკრაინას თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითაც. მაგალითად, სთხოვეს თურქეთს, გადასცეს კიევს რუსული წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები С-400. სანაცვლოდ ჰპირდება მეხუთე თაობის F-35-ის პროგრამაში დაბრუნებას. ანკარამ შეთავაზებაზე უარი თქვა და განმარტა, რომ არ სურდა ურთიერთობის გაფუჭება არც რუსეთთან, არც უკრაინასთან.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აქტიურად ეხმარება ევროკავშირიც, რომელმაც მშვიდობის ევროპული ფონდიდან ამ მიზნით ერთი მილიარდი ევრო გამოყო. გერმანია გეგმავს 2 ათასი ყუმბარმტყორცნის Panzerfaust-ის გადაცემას. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის, G7-ისა და ნატოს სამიტების მოლოდინში განაცხადა, რომ უკრაინაში 6 ათას ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს NLAW-სა და Javelin-ს გაგზავნის. როგორც ადგილობრივ პრესაში აღნიშნავენ, ეს დეფიციტს შექმნის თავად ბრიტანეთის არმიაში.
რუსეთი, რასაკვირველია, რეაგირებს. მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა: ნებისმიერი სამხედრო დანიშნულების ტვირთი, რომელიც უკრაინაში შედის, განიხილება, როგორც კანონიერი სამიზნე. ეჭვგარეშეა, რომ რუსეთის ჯარს შეუძლია ქვეყნის დასავლეთ ნაწილზე იერიშის მიტანა.

კოლოსალური დანაკარგი

თუმცა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის იარაღი მაინც ეცოტავება. ნატოს სამიტზე მან განაცხადა: კიევს სჭირდება შეუზღუდავი სამხედრო დახმარება. და დასძინა, რომ ალიანსს შეეძლო მიეწოდებინა უკრაინისთვის თავისი ტანკებისა და თვითმფრინავების ერთი პროცენტი. ნაკლებ მოსალოდნელია, რომ მისი სურვილი შესრულდება.
უკრაინელმა ტანკისტებმა და მფრინავებმა არ იციან დასავლურ ტექნიკასთან მოპყრობა. ნატო კი არ გარისკავს ეკიპაჟების გაგზავნას, რადგან ეს რუსეთთან პირდაპირი შეტაკება იქნებოდა.
ზელენსკის გაგება შეიძლება. ერთ თვეში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ათასი ერთეული საბრძოლო ტექნიკა დაკარგა, რომლის ჩასანაცვლებლადაც არაფერი გააჩნია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მოხსენებების თანახმად, განადგურებულია 1.572 ტანკი და სხვა საბრძოლო ჯავშანმანქანა. ეს ძალიან ბევრია. The Military Balance-ის ყოველწლიური ანალიტიკური მოხსენების თანახმად, 24 თებერვლამდე უკრაინას 2.400-მდე ტანკი, ჯავშანმანქანა და ჯავშანტრანსპორტიორი ჰყავდა.
სერიოზული დანაკარგი განიცადა არტილერიამაც: 160 სარაკეტო სისტემა, 633 იარაღი და ნაღმმტყორცნი (იყო დაახლოებით 1770). გარდა ამისა, დაზიანებულია 189 და 320 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი. გადარჩენილი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების უმეტესობა რუსეთის ავიაციას საფრთხეს ვერ შეუქმნის.
უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა კი ფაქტობრივად არსებობა შეწყვიტა. 215 თვითმფრინავიდან და ვერტმფრენიდან 184 უკვე ვეღარ აფრინდება. გარდა ამისა, რუსეთის სამხედრო-კოსმოსურმა და საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 246 სხვადასხვა დანიშნულების უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის, თურქული Bayraktar TB2.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0