https://sputnik-georgia.com/20220328/arasamtavrobo-organizaciam-mouwoda-ocnebas-ar-seitanos-sarcelebi-televiziebis-winaarmdeg-265571408.html
არასამთავრობო ორგანიზაციამ მოუწოდა „ოცნებას“ არ შეიტანოს სარჩელები ტელევიზიების წინააღმდეგ
არასამთავრობო ორგანიზაციამ მოუწოდა „ოცნებას“ არ შეიტანოს სარჩელები ტელევიზიების წინააღმდეგ
Sputnik საქართველო
ბოლო სამი თვის განმავლობაში სამი ოპოზიციური ტელეარხის წინააღმდეგ სასამართლოში 28 სარჩელი შევიდა
2022-03-28T23:40+0400
2022-03-28T23:40+0400
2022-03-29T03:08+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24766/18/247661810_0:19:1000:582_1920x0_80_0_0_a41461358b84f972f90bde8d5f1dd9ac.jpg
თბილისი, 28 მარტი – Sputnik. ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“ არ მიმართოს სასამართლოს სარჩელებით, რომლებიც მმართველი პარტიის მისამართით ტყუილი ბრალდებების გავრცელებას უკავშირდება, განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.მდინარაძეს არ დაუკონკრეტებია, რომელ არასამთავრობო ორგანიზაციაზეა საუბარი, მაგრამ ამ ფაქტს „წარმოუდგენელია, უპრეცენდენტო მოვლენა“ უწოდა და აღნიშნული წერილი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერას დაუკავშირა.მისი თქმით, მმართველი პარტია ყველა ცრუ ბრალდებაზე საპასუხოდ ვერ მოიცლის, „მაგრამ სარჩელები კვლავ კიდევ უფრო მეტი შევა იმ ტყუილებთან დაკავშირებით, რასაც ისინი ყოველდღიურად კადრულობენ“.„ნურავის ექნება ილუზია, რომ ყველა მათი ტყუილი ასე უბრალოდ გატარდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.ორშაბათს ტელეარხ „მთავარის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომლის თანახმადაც ბოლო სამი თვის განმავლობაში სამი ოპოზიციური ტელეარხის („მთავარი“, „ფორმულა“, „ტვ პირველი“) წინააღმდეგ სასამართლოში 28 სარჩელი შევიდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აცხადებს, რომ მთავრობის და მმართველი პარტიის წარმომადგენლების ამგვარი აქტიურობა ქვეყანაში ცენზურის გაძლიერების სურვილს უკავშირდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24766/18/247661810_100:0:900:600_1920x0_80_0_0_1a0207a1ecef8d276f909a3dd6be1fd2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
არასამთავრობო ორგანიზაცია მოწოდება „ოცნება“ სარჩელები ტელევიზიები
არასამთავრობო ორგანიზაცია მოწოდება „ოცნება“ სარჩელები ტელევიზიები
არასამთავრობო ორგანიზაციამ მოუწოდა „ოცნებას“ არ შეიტანოს სარჩელები ტელევიზიების წინააღმდეგ
23:40 28.03.2022 (განახლებულია: 03:08 29.03.2022) ბოლო სამი თვის განმავლობაში სამი ოპოზიციური ტელეარხის წინააღმდეგ სასამართლოში 28 სარჩელი შევიდა
თბილისი, 28 მარტი – Sputnik. ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“ არ მიმართოს სასამართლოს სარჩელებით, რომლებიც მმართველი პარტიის მისამართით ტყუილი ბრალდებების გავრცელებას უკავშირდება, განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.
მდინარაძეს არ დაუკონკრეტებია, რომელ არასამთავრობო ორგანიზაციაზეა საუბარი, მაგრამ ამ ფაქტს „წარმოუდგენელია, უპრეცენდენტო მოვლენა“ უწოდა და აღნიშნული წერილი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერას დაუკავშირა.
„მე ვპირდები ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, რომელიც გადაწყვეტს, რომ „ნაცმოძრაობას“ ამგვარად დაუჭიროს მხარი, ეს ქმედებები კიდევ უფრო კოორდინირებული იქნება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, მმართველი პარტია ყველა ცრუ ბრალდებაზე საპასუხოდ ვერ მოიცლის, „მაგრამ სარჩელები კვლავ კიდევ უფრო მეტი შევა იმ ტყუილებთან დაკავშირებით, რასაც ისინი ყოველდღიურად კადრულობენ“.
„ნურავის ექნება ილუზია, რომ ყველა მათი ტყუილი ასე უბრალოდ გატარდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ორშაბათს ტელეარხ „მთავარის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომლის თანახმადაც ბოლო სამი თვის განმავლობაში სამი ოპოზიციური ტელეარხის („მთავარი“, „ფორმულა“, „ტვ პირველი“) წინააღმდეგ სასამართლოში 28 სარჩელი შევიდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აცხადებს, რომ მთავრობის და მმართველი პარტიის წარმომადგენლების ამგვარი აქტიურობა ქვეყანაში ცენზურის გაძლიერების სურვილს უკავშირდება.