საქართველოდან აზერბაიჯანში ავტომობილების რეექსპორტი 1,5-ჯერ გაიზარდა

© photo: Sputnikმყიდველები რუსთავის ავტობაზრობაზე
მყიდველები რუსთავის ავტობაზრობაზე - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2022
გამოწერა
წლის დასაწყისიდან საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტირებული ავტომობილების რაოდენობამ 4.601 შეადგინა, 2022 წლის საანგარიშო პერიოდში საქართველოს მიერ ავტომობილების მთლიანმა რეექსპორტმა 72,5 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 45%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე.
თბილისი, 27 მარტი – Sputnik. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან აზერბაიჯანში ავტომობილების რეექსპორტი 45,8%-ით გაიზარდა. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებშია ნათქვამი.
საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტირებული ავტომობილების ჯამურმა ღირებულებამ მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში 40,7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო 2021 წლის იანვარ-თებერვალში მეზობელ ქვეყანას 27,9 მლნ დოლარის ღირებულების ავტომობილები მიეწოდა.
4601-მდე გაიზარდა იმპორტირებული ავტომობილების რაოდენობაც, რაც 7,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ნათქვამია „საქსტატის“ ანგარიშში.
წლის დასაწყისიდან აზერბაიჯანი საქართველოდან ავტომობილების ძირითად იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობს - მეზობელ ქვეყანაში ქართული ავტომობილების მთელი რეექსპორტის 56%-ზე მეტია ექსპორტირებული.
წყარო - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატი“
ყველა ახალი ამბავი
0