https://sputnik-georgia.com/20220327/policiam-ukanono-cecxlsasroli-iarari-ampoiro-dakavebulia-eqvsi-piri-265528300.html
პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო: დაკავებულია ექვსი პირი
პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო: დაკავებულია ექვსი პირი
Sputnik საქართველო
თბილისის გარდა, უკანონო იარაღი 5 რეგიონში ამოიღეს
2022-03-27T13:15+0400
2022-03-27T13:15+0400
2022-03-27T13:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24463/96/244639606_0:7:1083:616_1920x0_80_0_0_1718aae2a589260d1b93ea9894a7a78e.jpg
თბილისი, 27 მარტი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში, შიდა ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.უწყების ინფორმაციით, დაკავებულთა ასაკი 30-დან 59 წლამდე მერყეობს.თბილისში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული პირის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა TT-ს ფირმის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ერთი მჭიდი და რვა ცალი ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.ოთხი საბრძოლო ვაზნაა ამოღებული ნივთმტკიცების სახით კასპში დაკავებული ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან.მცხეთა-მთიანეთში ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენისა და შენახვის ბრალდებით დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი გადაჭრილი თოფი – ე.წ. აბრეზი და 9 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში დაკავებული საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, პოლიციამ არარეგისტრირებული გადაჭრილი სანადირო თოფი ამოიღო ნივთმტკიცებად.ასევე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა და ტროტილის სამი ცალი კოჭა ამოიღეს სამეგრელო-ზემო სვანეთში (ზუგდიდი, აბაშა) დაკავებული პირების ავტომობილისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას.დაკავებულთაგან სამი პირი წარსულში ნასამართლევია.ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.წყარო - შსს-ს პრესსამსახური
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24463/96/244639606_126:0:958:624_1920x0_80_0_0_0275a2c7a1e6564931da985343c3014a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიცია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოღება დაკავება ექვსი პირი
პოლიცია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოღება დაკავება ექვსი პირი
პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო: დაკავებულია ექვსი პირი
თბილისის გარდა, უკანონო იარაღი 5 რეგიონში ამოიღეს
თბილისი, 27 მარტი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში, შიდა ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულთა ასაკი 30-დან 59 წლამდე მერყეობს.
თბილისში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული პირის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა TT-ს ფირმის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ერთი მჭიდი და რვა ცალი ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ოთხი საბრძოლო ვაზნაა ამოღებული ნივთმტკიცების სახით კასპში დაკავებული ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან.
მცხეთა-მთიანეთში ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენისა და შენახვის ბრალდებით დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი გადაჭრილი თოფი – ე.წ. აბრეზი და 9 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში დაკავებული საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, პოლიციამ არარეგისტრირებული გადაჭრილი სანადირო თოფი ამოიღო ნივთმტკიცებად.
ასევე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა და ტროტილის სამი ცალი კოჭა ამოიღეს სამეგრელო-ზემო სვანეთში (ზუგდიდი, აბაშა) დაკავებული პირების ავტომობილისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას.
დაკავებულთაგან სამი პირი წარსულში ნასამართლევია.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.