https://sputnik-georgia.com/20220326/ukrainis-moqalaqe-bavsvebi-saqartvelosi-swavlas-ukrainul-enaze-sezleben-265522696.html
უკრაინის მოქალაქე ბავშვები საქართველოში სწავლას უკრაინულ ენაზე შეძლებენ
უკრაინის მოქალაქე ბავშვები საქართველოში სწავლას უკრაინულ ენაზე შეძლებენ
Sputnik საქართველო
სამინისტრო უკვე მუშაობს უკრაინის სექტორისთვის სპეციალური პროგრამის შექმნაზე
2022-03-26T19:44+0400
2022-03-26T19:44+0400
2022-03-26T19:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
განათლება საქართველოში
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/11/250909792_638:322:3663:2023_1920x0_80_0_0_fc441b59ef3718541e0d19d6e4936e4f.jpg
თბილისი, 26 მარტი – Sputnik. საქართველოს განათლების სამინისტრომ უკრაინის მოქალაქეების შვილებისთვის უკრაინული სექტორის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ამ გზით ჩამოსული უკრაინის მოქალაქეების შვილები განათლების მიღებას მშობლიურ ენაზე შეძლებენ.სამინისტრო უკვე მუშაობს უკრაინის სექტორისთვის სპეციალური პროგრამის შექმნაზე.უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, ამ ქვეყნის მოქალაქეების ნაწილი ოჯახებთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა. ამ ეტაპზე ქართულ სკოლებში უკვე ჩაირიცხა 190 მოსწავლე, რომელიც განათლებას სამშობლოში უკრაინულ ენაზე იღებდა.უკრაინულის გარდა, საქართველოში ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლები ასევე სწავლობენ რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ასეთ სექტორებში სწავლება მიმდინარეობს ეროვნულ უმცირესობათა ენაზე და ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის შესწავლას პირველი კლასიდან ითვალისწინებს.რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით, ეს არის „ოპერაცია უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“ და უკრაინის ტერიტორიების დაკავება არ შედის რუსეთის ფედერაციის გეგმებში. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები უპრეცედენტოდ გაამკაცრეს.გაეროს მონაცემებით, საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან უკრაინა დაახლოებით 3,8 მილიონმა ადამიანმა დატოვა, აქედან დაახლოებით 1,8 მილიონი ბავშვია. მათი უმრავლესობა იმყოფება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და რუსეთში.წყარო - გაეროს ახალი ამბების სამსახურიწყარო - განათლების სამინისტრო
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/11/250909792_1020:295:3358:2048_1920x0_80_0_0_ca8fa294ac2c7ea04162c0119d7e0c85.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
უკრაინა მოქალაქე ბავშვები საქართველო სწავლა უკრაინული ენა
უკრაინა მოქალაქე ბავშვები საქართველო სწავლა უკრაინული ენა
უკრაინის მოქალაქე ბავშვები საქართველოში სწავლას უკრაინულ ენაზე შეძლებენ
სამინისტრო უკვე მუშაობს უკრაინის სექტორისთვის სპეციალური პროგრამის შექმნაზე
თბილისი, 26 მარტი – Sputnik. საქართველოს განათლების სამინისტრომ უკრაინის მოქალაქეების შვილებისთვის უკრაინული სექტორის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ამ გზით ჩამოსული უკრაინის მოქალაქეების შვილები განათლების მიღებას მშობლიურ ენაზე შეძლებენ.
სამინისტრო უკვე მუშაობს უკრაინის სექტორისთვის სპეციალური პროგრამის შექმნაზე.
უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, ამ ქვეყნის მოქალაქეების ნაწილი ოჯახებთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა. ამ ეტაპზე ქართულ სკოლებში უკვე ჩაირიცხა 190 მოსწავლე, რომელიც განათლებას სამშობლოში უკრაინულ ენაზე იღებდა.
უკრაინულის გარდა, საქართველოში ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლები ასევე სწავლობენ რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ასეთ სექტორებში სწავლება მიმდინარეობს ეროვნულ უმცირესობათა ენაზე და ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის შესწავლას პირველი კლასიდან ითვალისწინებს.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით, ეს არის „ოპერაცია უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“ და უკრაინის ტერიტორიების დაკავება არ შედის რუსეთის ფედერაციის გეგმებში. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები უპრეცედენტოდ გაამკაცრეს.
გაეროს მონაცემებით, საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან უკრაინა დაახლოებით 3,8 მილიონმა ადამიანმა დატოვა, აქედან დაახლოებით 1,8 მილიონი ბავშვია. მათი უმრავლესობა იმყოფება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და რუსეთში.