საქართველოში მშენებლობა სულ უფრო ძვირი ხდება - ახალი სტატისტიკური მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerსახლის მშენებლობა
სახლის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2022
გამოწერა
მშენებლობის ღირებულების წლიური ინდექსის ზრდა ძირითადად სამშენებლო მასალებზე 19,6%-ით ფასების ზრდამ განაპირობა.
თბილისი, 26 მარტი – Sputnik. 2021 წლის მეოთხე კვარტალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი საქართველოში 2020 წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით 13,6%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
უწყების ცნობით, წლიური ინდექსის ზრდა ძირითადად სამშენებლო მასალებზე 17,4%-ით, ასევე დარგში დასაქმებულთა ხელფასის 6,6%-ით ზრდამ განაპირობა.
ამასთან, 2021 წლის მეოთხე კვარტალში 2021 წლის მესამე კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი საქართველოში 4,8%-ით გაიზარდა, იტყობინება „საქსტატი“.
ცვლილება ძირითადად განპირობებული იყო მანქანა-დანადგარებზე ფასების 12,9%-ით ზრდით.
2021 წელს საქართველოში ექსპლუატაციაში შევიდა 2347 ობიექტი, საერთო ფართობით 1759.8 ათასი კვადრატული მეტრი. 2020 წელთან შედარებით, საანგარიშო პერიოდში ექსპლუატაციაში შესული ობიექტების რაოდენობა გაიზარდა 10%-ით, ფართობი კი 3,9%-ით.
წყარო - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
ყველა ახალი ამბავი
0