https://sputnik-georgia.com/20220326/saqartvelodan-ukrainasi-humanitaruli-rvirtis-gagzavna-grzeldeba-265523466.html
საქართველოდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა გრძელდება
საქართველოდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა გრძელდება
Sputnik საქართველო
მთელი საქართველოს მასშტაბით, რეგიონებიდან უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, დაახლოებით 150 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი უკვე გაიგზავნა.
2022-03-26T20:35+0400
2022-03-26T20:35+0400
2022-03-26T20:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0b/250580612_0:157:3082:1891_1920x0_80_0_0_51e7cb845d706f05c4ef87c6a2169f41.jpg
თბილისი, 26 მარტი – Sputnik. საქართველოს რეგიონებში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება გრძელდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, თბილისში მოქმედებს ჰუმანიტარული დახმარების პუნქტი, სადაც უკრაინისთვის გროვდება არამალფუჭებადი საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი, პირველადი მოხმარების ნივთები.აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში შეგროვილი ჰუმანიტარული ტვირთის დასაწყობება თბილისში ხდება, ხოლო დასავლეთის ტვირთმა ფოთის ტერმინალში იყრის თავს.ამ დროისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი შტაბიდან არამალფუჭებადი საკვები, ჰიგიენის საშუალებები და მედიკამენტები უკვე დახარისხებულია და გასაგზავნადაა გამზადებული.„უკრაინის დასახმარებლად, ჰუმანიტარულ აქციაში აქტიურად ჩაერთო როგორც საჯარო უწყება, ასევე კერძო სექტორი და ორგანიზაციები. სპეციალურად შექმნილ შტაბში, რომელიც გორის მერიის შენობაშია განთავსებული, უკვე რამდენიმე კვირაა ტვირთის შეგროვება ხორციელდება“, - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ასევე, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების მეორე ეტაპი მიმდინარეობს აბაშაშიც, სადაც მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებები შეიძინეს.უკრაინაში კიდევ ერთი ჰუმანიტარული დახმარების ტვირთი გაიგზავნა პარტია „ლელოს“ თბილისის მთავარი ოფისიდან.როგორც პარტიაში განმარტავენ, „ლელოს“ სათავო ოფისში ჰუმანიტარული ტვირთები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შეგროვდა. აღნიშნული ტვირთი კი რიგით მეოთხე პარტიაა, რომელიც კამპანიის ფარგლებში გაიგზავნა.„კამპანიაში ჩაერთვნენ წალენჯიხელებიც. იქ მობილიზებული ჰუმანიტარული დახმარება უკრაინაში გასაგზავნად ქალაქის მერმა, გია ხარჩილავამ ჩამოიტანა „ლელოს“ ცენტრალურ ოფისში. მობილიზებული ჰუმანიტარული ტვირთი საგანგებოდ ქალაქ იავოროვში გაიგზავნება, რადგან იავოროვი და წალენჯიხა დაძმობილებული ქალაქები არიან“, - აცხადებენ პარტიაში.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტი ცნო, ხოლო 24 თებერვალს უკრაინაში „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ წამოიწყო.რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მალევე უკრაინამ თავის ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0b/250580612_176:0:2907:2048_1920x0_80_0_0_1faec69997d14878be98cc8921f5e3cf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო უკრაინა ჰუმტვირთი გაგზავნა
საქართველო უკრაინა ჰუმტვირთი გაგზავნა
საქართველოდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა გრძელდება
მთელი საქართველოს მასშტაბით, რეგიონებიდან უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, დაახლოებით 150 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი უკვე გაიგზავნა.
თბილისი, 26 მარტი – Sputnik. საქართველოს რეგიონებში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება გრძელდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, თბილისში მოქმედებს ჰუმანიტარული დახმარების პუნქტი, სადაც უკრაინისთვის გროვდება არამალფუჭებადი საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი, პირველადი მოხმარების ნივთები.
აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში შეგროვილი ჰუმანიტარული ტვირთის დასაწყობება თბილისში ხდება, ხოლო დასავლეთის ტვირთმა ფოთის ტერმინალში იყრის თავს.
ამ დროისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი შტაბიდან არამალფუჭებადი საკვები, ჰიგიენის საშუალებები და მედიკამენტები უკვე დახარისხებულია და გასაგზავნადაა გამზადებული.
„უკრაინის დასახმარებლად, ჰუმანიტარულ აქციაში აქტიურად ჩაერთო როგორც საჯარო უწყება, ასევე კერძო სექტორი და ორგანიზაციები. სპეციალურად შექმნილ შტაბში, რომელიც გორის მერიის შენობაშია განთავსებული, უკვე რამდენიმე კვირაა ტვირთის შეგროვება ხორციელდება“, - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების მეორე ეტაპი მიმდინარეობს აბაშაშიც, სადაც მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებები შეიძინეს.
უკრაინაში კიდევ ერთი ჰუმანიტარული დახმარების ტვირთი გაიგზავნა პარტია „ლელოს“ თბილისის მთავარი ოფისიდან.
როგორც პარტიაში განმარტავენ, „ლელოს“ სათავო ოფისში ჰუმანიტარული ტვირთები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შეგროვდა. აღნიშნული ტვირთი კი რიგით მეოთხე პარტიაა, რომელიც კამპანიის ფარგლებში გაიგზავნა.
„კამპანიაში ჩაერთვნენ წალენჯიხელებიც. იქ მობილიზებული ჰუმანიტარული დახმარება უკრაინაში გასაგზავნად ქალაქის მერმა, გია ხარჩილავამ ჩამოიტანა „ლელოს“ ცენტრალურ ოფისში. მობილიზებული ჰუმანიტარული ტვირთი საგანგებოდ ქალაქ იავოროვში გაიგზავნება, რადგან იავოროვი და წალენჯიხა დაძმობილებული ქალაქები არიან“, - აცხადებენ პარტიაში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტი ცნო, ხოლო 24 თებერვალს უკრაინაში „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ წამოიწყო.
რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მალევე უკრაინამ თავის ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.