https://sputnik-georgia.com/20220326/qveynis-masstabit-distanciur-swavlebaze-mxolod-erti-skola-imyofeba-265514249.html
ქვეყნის მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე მხოლოდ ერთი საჯარო სკოლა იმყოფება
ქვეყნის მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე მხოლოდ ერთი საჯარო სკოლა იმყოფება
Sputnik საქართველო
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით 624 ათასი მოსწავლე ირიცხება.
2022-03-26T11:30+0400
2022-03-26T11:30+0400
2023-08-17T18:16+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
განათლება საქართველოში
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249831275_0:146:1920:1226_1920x0_80_0_0_1d32f828aee5fd69e62e4887b9d7a6ad.jpg
თბილისი, 26 მარტი – Sputnik. მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ შერეულ ფორმატში მიმდინარეობს.განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის“ (EMIS) ინფორმაციით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს 2.085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან ამ ეტაპზე სრულად დისტანციურ სწავლებაზე მხოლოდ ერთი საჯარო სკოლა იმყოფება.სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო დაწესებულებებში – სკოლებში, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით შემუშავებული კოვიდ-რეგულაციები ჯერჯერობით ძალაში რჩება, მათ შორის თერმოსკრინინგის, დეზობარიერებისა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება. ასევე ძალაში რჩება პირბადის ტარების წესიც.ამასთან, სკოლებში კვლავ მიმდინარეობს COVID-19-ზე მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირება. პირველი მარტიდან სკოლების პერსონალი კორონავირუსზე კვირაში ერთხელ სწრაფი ანტიგენ-ტესტით მოწმდება. 400-ზე მეტ საჯარო და კერძო სკოლაში COVID-19-ზე ტესტირების პროცესში ჩართულია სპეციალურად გადამზადებული სკოლის ექიმი.უწყების ინფორმაციით, ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73,7%, მათ შორის 97% სრულად ვაქცინირებულია.განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის სულ 624 ათასია.ზამთრის არდადეგების შემდეგ სასწავლო პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით 17 იანვარს საკლასო ოთახებში გაგრძელდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249831275_46:0:1874:1371_1920x0_80_0_0_0c8c584fa4c40f79f4ee02a1f09f2749.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო ონლაინ სწავლება საჯარო სკოლა
საქართველო ონლაინ სწავლება საჯარო სკოლა
ქვეყნის მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე მხოლოდ ერთი საჯარო სკოლა იმყოფება
11:30 26.03.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით 624 ათასი მოსწავლე ირიცხება.
თბილისი, 26 მარტი – Sputnik. მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ შერეულ ფორმატში მიმდინარეობს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის“ (EMIS) ინფორმაციით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს 2.085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან ამ ეტაპზე სრულად დისტანციურ სწავლებაზე მხოლოდ ერთი საჯარო სკოლა იმყოფება.
სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო დაწესებულებებში – სკოლებში, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით შემუშავებული კოვიდ-რეგულაციები ჯერჯერობით ძალაში რჩება, მათ შორის თერმოსკრინინგის, დეზობარიერებისა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება. ასევე ძალაში რჩება პირბადის ტარების წესიც.
ამასთან, სკოლებში კვლავ მიმდინარეობს COVID-19-ზე მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირება. პირველი მარტიდან სკოლების პერსონალი კორონავირუსზე კვირაში ერთხელ სწრაფი ანტიგენ-ტესტით მოწმდება. 400-ზე მეტ საჯარო და კერძო სკოლაში COVID-19-ზე ტესტირების პროცესში ჩართულია სპეციალურად გადამზადებული სკოლის ექიმი.
უწყების ინფორმაციით, ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73,7%, მათ შორის 97% სრულად ვაქცინირებულია.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის სულ 624 ათასია.
ზამთრის არდადეგების შემდეგ სასწავლო პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით 17 იანვარს საკლასო ოთახებში გაგრძელდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით.