https://sputnik-georgia.com/20220326/qartvelebis-triumfi-figurul-ciguraobasi-gubanovam-meeqvse-adgili-daikava-265515948.html
ქართველების ტრიუმფი ფიგურულ ციგურაობაში: გუბანოვამ მეექვსე ადგილი დაიკავა
ქართველების ტრიუმფი ფიგურულ ციგურაობაში: გუბანოვამ მეექვსე ადგილი დაიკავა
Sputnik საქართველო
20 წლის ანასტასიამ დღეს თავისუფალი პროგრამა შესანიშნავად შეასრულა, 134,02 ქულა დაიმსახურა და ამ სახეობაში მეხუთე საფეხურზე გავიდა. 26.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-26T13:33+0400
2022-03-26T13:33+0400
2022-03-26T13:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1f/259186958_0:320:3071:2048_1920x0_80_0_0_a78df21efac6ba1260049ed500e38c34.jpg
თბილისი, 26 მარტი – Sputnik. საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ პროგრამაში მეექვსე ადგილი დაიკავა.20 წლის ანასტასიამ დღეს თავისუფალი პროგრამა შესანიშნავად შეასრულა, 134,02 ქულა დაიმსახურა და ამ სახეობაში მეხუთე საფეხურზე გავიდა. 23 მარტს ჩვენმა მოციგურავემ მოკლე პროგრამაში 62,59 ქულა დააგროვა და მე-14 ადგილი დაიკავა, რაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ საქართველოს სახელით მოასპარეზე მოციგურავე ფინალურ ეტაპზე გადასულიყო. ჯამში გუბანოვამ 196.61 ქულა დააგროვა და მეექვსე ადგილი დაიკავა, ეს კი ქალთა ერთეულებში საქართველოს ნაკრების წარმომადგენელთათვის მსოფლიო პირველობებზე მიღწეული საუკეთესო მაჩვენებელია.აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ქართული შედეგი მე-10 ადგილია (ელენე გედევანიშვილი). მსოფლიოს ჩემპიონატი მონპელიეში 23 მარტს დაიწყო და დღეა ყინულზე ცეკვის პროგრამით დასრულდება. ტურნირის სრული განრიგის ნახვა შესაძლებელია ბმულზე - http://www.isuresults.com/results/season2122/wc2022/წინა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც 2021 წელს სტოკჰოლმში ჩატარდა, მორის ყვითელაშვილმა მე-14 ადგილი დაიკავა, ხოლო ალინა ურუშაძემ – მე-20. წყვილებში ანასტასია მეტელკინასა და დანიილ პარხმანის დუეტი მე-16 პოზიციაზე გავიდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1f/259186958_0:162:2514:2048_1920x0_80_0_0_6bb04a78093ac31d9eb95d7661707f64.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო ტრიუმფი ფიგურული ციგურაობა ანასტასია გუბანოვა მე-6 ადგილი მონპელიე
საქართველო ტრიუმფი ფიგურული ციგურაობა ანასტასია გუბანოვა მე-6 ადგილი მონპელიე
ქართველების ტრიუმფი ფიგურულ ციგურაობაში: გუბანოვამ მეექვსე ადგილი დაიკავა
13:33 26.03.2022 (განახლებულია: 13:35 26.03.2022) 20 წლის ანასტასიამ დღეს თავისუფალი პროგრამა შესანიშნავად შეასრულა, 134,02 ქულა დაიმსახურა და ამ სახეობაში მეხუთე საფეხურზე გავიდა.
თბილისი, 26 მარტი – Sputnik. საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ პროგრამაში მეექვსე ადგილი დაიკავა.
20 წლის ანასტასიამ დღეს თავისუფალი პროგრამა შესანიშნავად შეასრულა, 134,02 ქულა დაიმსახურა და ამ სახეობაში მეხუთე საფეხურზე გავიდა.
23 მარტს ჩვენმა მოციგურავემ მოკლე პროგრამაში 62,59 ქულა დააგროვა და მე-14 ადგილი დაიკავა, რაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ საქართველოს სახელით მოასპარეზე მოციგურავე ფინალურ ეტაპზე გადასულიყო. ჯამში გუბანოვამ 196.61 ქულა დააგროვა და მეექვსე ადგილი დაიკავა, ეს კი ქალთა ერთეულებში საქართველოს ნაკრების წარმომადგენელთათვის მსოფლიო პირველობებზე მიღწეული საუკეთესო მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ქართული შედეგი მე-10 ადგილია (ელენე გედევანიშვილი).
მსოფლიოს ჩემპიონატი მონპელიეში 23 მარტს დაიწყო და დღეა ყინულზე ცეკვის პროგრამით დასრულდება. ტურნირის სრული განრიგის ნახვა შესაძლებელია ბმულზე -
http://www.isuresults.com/results/season2122/wc2022/წინა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც 2021 წელს სტოკჰოლმში ჩატარდა, მორის ყვითელაშვილმა მე-14 ადგილი დაიკავა, ხოლო ალინა ურუშაძემ – მე-20. წყვილებში ანასტასია მეტელკინასა და დანიილ პარხმანის დუეტი მე-16 პოზიციაზე გავიდა.