ნაქერალას უღელტეხილზე ტრაილერების მოძრაობა აღდგა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliტრაილერები გზაზე
ტრაილერები გზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2022
გამოწერა
შეზღუდვა ინტენსიური თოვის გამო იყო დაწესებული.
თბილისი, 26 მარტი — Sputnik. ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის (ნაქერალას უღელტეხილი) საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
შეზღუდვა ინტენსიური თოვის გამო დღეს დილით დაწესდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
ყველა ახალი ამბავი
0