https://sputnik-georgia.com/20220326/fexburti-saqartvelos-nakrebma-2022-wlis-pirveli-matci-moigo-265514433.html
ფეხბურთი: საქართველოს ნაკრებმა 2022 წლის პირველი მატჩი მოიგო
ფეხბურთი: საქართველოს ნაკრებმა 2022 წლის პირველი მატჩი მოიგო
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრები 29 მარტს მორიგ გასვლით ამხანაგურ მატჩს ალბანეთთან გამართავს
2022-03-26T11:15+0400
2022-03-26T11:15+0400
2022-03-26T11:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262007806_52:137:1554:982_1920x0_80_0_0_2cd604b00ea55361b9dabed67e3e4edd.jpg
თბილისი, 26 მარტი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ბოსნია და ჰერცეგოვინის ნაკრები ანგარიშით 1:0 დაამარცხა.შეხვედრის ფავორიტად მასპინძელი გუნდი ითვლებოდა, რომელიც შეხვედრის პირველივე წუთებიდან აქტიური ზეწოლის შედეგად თამაშის ინიციატივას დაეუფლა და არაერთხელ დაემუქრა სტუმრების კარს.თუმცა, ბოსნიელებს გათამაშების ბოლოს უზუსტობამ უმტყუნა, რიგ შემთხვევებში კარს საიმედოდ იცავდა საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია. შედეგად გუნდები შესვენებაზე ანგარიშით 0:0 გავიდნენ.გარდატეხა მეორე ტაიმის დასაწყისშივე მოხდა. თავდაპირველად მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობის გამო ბოსნია და ჰერცეგოვინის ნაკრების ლიდერს, ედინ ჯეკოს გოლი არ ჩაუთვალა, მომდევნო შეტევაში კი შესანიშნავად ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც პასი ბუდუ ზივზივაძეს მისცა. უნგრეთის „უიპეშტის” ფეხბურთელის დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა.მასპინძლები მატჩის ბოლომდე უტევდნენ ეროვნული ნაკრების კარებს, მაგრამ ყველაზე საშიში მომენტი 72-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელებმა შექმნეს. მართალია, კვარაცხელიამ მხოლოდ ძელს მოარტყა.ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა გამარჯვებით დაასრულა 2022 წელს პირველი მატჩი, სადაც სტუმრად ძლიერი მეტოქე დაამარცხა.საქართველოს ნაკრები 29 მარტს მორიგ გასვლით ამხანაგურ მატჩს ალბანეთთან გამართავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262007806_94:139:1349:1080_1920x0_80_0_0_3cc31f90bbff070567af6ecac85c9f1b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ფეხბურთი საქართველო ნაკრები 2022 წელი პირველი მატჩი გამარჯვება
ფეხბურთი საქართველო ნაკრები 2022 წელი პირველი მატჩი გამარჯვება
ფეხბურთი: საქართველოს ნაკრებმა 2022 წლის პირველი მატჩი მოიგო
საქართველოს ნაკრები 29 მარტს მორიგ გასვლით ამხანაგურ მატჩს ალბანეთთან გამართავს
თბილისი, 26 მარტი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ბოსნია და ჰერცეგოვინის ნაკრები ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
შეხვედრის ფავორიტად მასპინძელი გუნდი ითვლებოდა, რომელიც შეხვედრის პირველივე წუთებიდან აქტიური ზეწოლის შედეგად თამაშის ინიციატივას დაეუფლა და არაერთხელ დაემუქრა სტუმრების კარს.
თუმცა, ბოსნიელებს გათამაშების ბოლოს უზუსტობამ უმტყუნა, რიგ შემთხვევებში კარს საიმედოდ იცავდა საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია. შედეგად გუნდები შესვენებაზე ანგარიშით 0:0 გავიდნენ.
გარდატეხა მეორე ტაიმის დასაწყისშივე მოხდა. თავდაპირველად მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობის გამო ბოსნია და ჰერცეგოვინის ნაკრების ლიდერს, ედინ ჯეკოს გოლი არ ჩაუთვალა, მომდევნო შეტევაში კი შესანიშნავად ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც პასი ბუდუ ზივზივაძეს მისცა. უნგრეთის „უიპეშტის” ფეხბურთელის დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა.
მასპინძლები მატჩის ბოლომდე უტევდნენ ეროვნული ნაკრების კარებს, მაგრამ ყველაზე საშიში მომენტი 72-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელებმა შექმნეს. მართალია, კვარაცხელიამ მხოლოდ ძელს მოარტყა.
ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა გამარჯვებით დაასრულა 2022 წელს პირველი მატჩი, სადაც სტუმრად ძლიერი მეტოქე დაამარცხა.
საქართველოს ნაკრები 29 მარტს მორიგ გასვლით ამხანაგურ მატჩს ალბანეთთან გამართავს.