მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აზერბაიჯანის არმია რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონაში შევიდა

© photo: Sputnik / Evgeniy Biyatov / გადასვლა მედიაბანკშიაზერბაიჯანის ტანკი Т-72Б3
აზერბაიჯანის ტანკი Т-72Б3  - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2022
გამოწერა
რუსული სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობა სიტუაციის მოსაგვარებლად ზომებს იღებს
თბილისი, 26 მარტი – Sputnik. აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსული სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში შევიდნენ, წერს РИА Новости რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით.
„აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები 2020 წლის 9 ნოემბრის რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების სამმხრივი განცხადების დებულებების დარღვევით, 24-25 მარტს შევიდნენ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონას წარმოადგენს, და სადამკვირვებლო პუნქტი გახსნეს“, - აცხადებენ სამინისტროში.
გარდა ამისა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატი Bayraktar TB2-ის მეშვეობით ოთხი დარტყმა მიაყენეს მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ქვედანაყოფებს სოფელ ფარუხის მახლობლად.
თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ამ დროისთვის რუსული სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობა იღებს ზომებს სიტუაციის მოსაგვარებლად და ჯარების საწყის პოზიციებზე დასაბრუნებლად.
„აზერბაიჯანის მხარეს ჯარების გაყვანის მოწოდება გაეგზავნა“, - დასძინეს მათ.
მანამდე არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტმა არაიკ ჰარუთიუნიანმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობები კვლავ ძალიან დაძაბულია, პირველ რიგში მთიანი ყარაბაღის ირგვლივ შექმნილი სიტუაციის გამო. გასულ შემოდგომაზე სამხედრო დაპირისპირების მორიგი ეტაპი დასრულდა აზერბაიჯანისთვის მომგებიანი შეთანხმების გაფორმებით: სომხეთმა დაუბრუნა ქელბაჯარის, ლაჩინის და აღდამის რაიონები; რეგიონში რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ.
ივლისის ბოლოს საზღვარზე განახლდა შეტაკებები და გავრცელდა ინფორმაცია დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ. სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთი ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში დაადანაშაულეს, თუმცა მოგვიანებით, რუსი სამშვიდობოების შუამავლობით, დაზავებაზე შეთანხმდნენ.
წყარო - РИА Новости
ყველა ახალი ამბავი
0