„ზამთრის დეპრესია“ - ახალ ქართულ ფილმს მაყურებელი მალე იხილავს

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიტელეკამერა
ტელეკამერა - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2022
გამოწერა
ესაა ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ადამიანის ცხოვრების დანგრევა უბრალო დეპრესიას.
თბილისი, 25 მარტი – Sputnik. ქართველი რეჟისორის თაზო ნარიმანიძის ფილმს „ზამთრის დეპრესია“ ქართველი და უცხოელი კინომოყვარულები მალე იხილავენ.
საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა 2016 წელს დაბალბიუჯეტიანი სრულმეტრაჟიანი ფილმის დაფინანსებაზე კონკურსი გამოაცხადა. თაზო ნარიმანიძის სცენარი კონკურსის გამარჯვებულთა სიაში მოხვდა.

ფილმის ბიუჯეტი ცნობილი არ არის, მაგრამ, ნარიმანიძის თქმით, დღეს ასეთი მცირე ბიუჯეტით ფილმზე მუშაობა წარმოუდგენელია. ამიტომ რეჟისორმა სხვადასხვა ხერხს მიმართა.

მაგალითად, ფილმში თხრობა პირველ პირში მიმდინარეობს. ასევე გადაიღეს გრძელი სცენები და კადრები, რათა მაქსიმალურად აერიდებინათ თავი მომენტების ამოჭრისგან.
ფილმის მთავარი გმირია მწერალი, რომელიც აწეწილი პირადი ცხოვრების გამო ქალაქიდან მშობლიურ სოფელში გადადის საცხოვრებლად. მას დიდი სულიერი ტრავმა აქვს, რომელიც ურთიერთობებში პრობლემებს, ოჯახისა და, მთლიანობაში, პიროვნების დანგრევას იწვევს.
ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა თბილისში და რაჭაში. მთავარი როლები შეასრულეს გიგი დათიაშვილმა და ანასტასია ჭანტურიამ. ოპერატორია გური გოლიძე, მხატვარი – კოტე ჯაფარიძე.
თაზო ნარიმანიძე იმედოვნებს, რომ ფილმი მალე შეუდგება აქტიურ საფესტივალო ცხოვრებას და შემდეგ საქართველოშიც იქნება ნაჩვენები.
ყველა ახალი ამბავი
0