რუსული ხედვა: უკრაინაში „თეთრი ჩაფხუტებისთვის“ სცენარი მზადაა

© AP Photo / Pavel Dorogoy
  - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2022
გამოწერა
ირინა ალქსნისი
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ შეერთებული შტატები უპასუხებს რუსეთს, თუ ის უკრაინაში ქიმიურ იარაღს გამოიყენებს.
რატომღაც ქიმიური იარაღი იქცა დასავლეთის ფავორიტ პროპაგანდისტულ საფრთხობელად. შესაძლოა, საქმე იმ არაცნობიერ საშინელებაშია, რომელსაც ადამიანები განიცდიან მის წინაშე ბირთვული იარაღის მსგავსად, მაგრამ ამავე დროს გავრცელებულია წარმოდგენა, რომ ქიმიური იარაღის შექმნა და გამოყენება ბევრად უფრო ადვილია.
როგორც უნდა იყოს, დასავლეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრალდება მისი გეოპოლიტიკური ოპონენტებისა თუ უბრალოდ მისთვის მიუღებელი სახელმწიფოების მიმართ — ეს ქიმიური იარაღის გამოყენების სურვილი, ან მათი პირდაპირ გამოყენებაა. მეტიც, ამ საქმისთვის უკვე შექმნილია სპეციალური პოლიტიკური და პიარ მექანიზმები, სტრუქტურები და ალგორითმები. მსოფლიოს ჰქონდა შესაძლებლობა, არაერთხელ დაკვირვებოდა მათ მუშაობას დეტალურად გასული ათი წლის განმავლობაში.
უდავოა, რომ 2010-იანი წლების პირველ ნახევარში სირიაში შექმნილმა ფსევდო-ჰუმანიტარულმა ორგანიზაცია „თეთრმა ჩაფხუტებმა“, რომელიც მთავრობისგან არ კონტროლდება და გულუხვად ფინანსდება დასავლეთისა და ახლო აღმოსავლეთის გრანტებით, ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
ოფიციალურად „თეთრი ჩაფხუტები“ ეწევა საომარი მოქმედებების დროს დაშავებული მშვიდობიანი მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებასა და გადარჩენას. მაგრამ არსებითად ისინი იქცნენ დასავლური პროპაგანდის ერთ-ერთ მთავარ იარაღად „ასადის დესპოტიზმის“ გამოსააშკარავებლად. ისინი განუწყვეტლივ აწვდიდნენ მსოფლიო მედიას ვიდეოებს „დამასკის ომის დანაშაულებებზე საკუთარი ხალხის წინააღმდეგ".
ამავდროულად დასავლეთის პოლიტიკურ და მედია მეინსტრიმს, რა თქმა უნდა, არ აინტერესებდა ის ფაქტი, რომ ეს ვიდეოები დადგმული იყო (რაც არაერთხელ დადასტურდა), ხოლო „ჩაფხუტებმა“ კონვეიერი შექმნეს კონტენტის გასაყალბებლად, თანაც ყველაზე პირწავარდნილი ისლამისტების აქტიური დახმარებით, რომელთა ტერიტორიებზეც ისინი მუშაობდნენ.
„თეთრი ჩაფხუტების“ ვარსკვლავური საათი სირიაში რუსული სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ დადგა და სწორედ ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებას უკავშირდება. მეტიც, „მოხალისეებმა“ დასავლეთის განცხადებებთან საოცარი სინქრონულობა გამოიჩინეს. როგორც კი შეერთებული შტატები და ევროპა სირიის არმიის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების მაღალი ალბათობის თემას წამოჭრიდნენ, მაშინვე შესაბამისი ინციდენტი ხდებოდა და ამის ვიდეო მტკიცებულებას სწორედ „თეთრი ჩაფხუტები“ წარმოადგენდნენ ხოლმე.
ეს ყველაზე მკაფიოდ გამოჩნდა 2018 წლის აპრილში დამასკის მახლობლად მდებარე ქალაქ დუმაში ქიმიური თავდასხმის საქმეში. ინციდენტი თავიდან ბოლომდე „თეთრი ჩაფხუტების“ მიერ იყო შეთხზული. რუსეთმა მსოფლიო საზოგადოებას ამის ამომწურავი მტკიცებულება მიაწოდა. სხვა საკითხებთან ერთად, მან მოაწყო ბრიფინგი OPCW-ის შტაბბინაში ჰააგაში, სადაც ვიდეოს 17 მონაწილემ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ იყო იგი გადაღებული.
დასავლეთმა მაშინ იპოვა „იდეალური“ მეთოდი იპოვა მხილებაზე რეაგირებისთვის — მან უბრალოდ უგულებელყო იგი. რუსეთის მიერ ჰააგაში ორგანიზებულ ღონისძიებაზე მისი წარმომადგენლები არ მივიდნენ. ხოლო დასავლელი პოლიტიკოსები და მედია არჩეული მიმართულებით განაგრძობდნენ მუშაობას.
მსგავსი ისტორია მოხდა იდლიბში ერთი წლით ადრე, 2017 წლის აპრილში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გულდასმით გამოიძია, რა მოხდა და პირდაპირ დაადანაშაულა „თეთრი ჩაფხუტები“ პროვოკაციაში, მაგრამ არც ეს ამბავი არ იღეს ყურად.
და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს არანაირი გავლენა არ მოუხდენია დასავლეთის მიერ სირიისთვის ჩადენილი „დანაშაულისთვის“ დაწესებულ „სასჯელზე“. იდლიბში მომხდარი ინციდენტი გახდა 2017 წლის 7 აპრილს სირიის საჰაერო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმის მიზეზი. ხოლო დუმაში განვითარებული მოვლენები შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ დამასკის კვლევით ცენტრზე, ასევე ქვეყანაში არსებულ უამრავ სამხედრო და სამოქალაქო ობიექტზე დარტყმისთვის გამოიყენეს 2018 წლის 13-14 აპრილის ღამეს.
იმ ჩვევის გათვალისწინებით, რომ დასავლეთი ყოველ ჯერზე იყენებს პოლიტიკურ-მედია-სამხედრო ალგორითმებს, არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ამჯერად უკრაინაში მოვლენები სხვა სცენარით განვითარდება. განცხადებით, რომ აშშ მზადაა ჩაერიოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, ბაიდენმა ფაქტობრივად კედელზე იარაღი დაკიდა, რომელმაც საბოლოოდ უნდა გაისროლოს.
საკითხავი ისაა, ვინ ითამაშებს ამჯერად „თეთრი ჩაფხუტების“ როლს – იქნება ეს რომელიმე ჟურნალისტი, „დამოუკიდებელი“ მოხალისე თუ მთელი ჰუმანიტარული ორგანიზაცია, რომელიც მაძღრად ცხოვრობს დასავლური გრანტებით. შესაძლოა ფინტი გაკეთდეს და უკრაინაში გაჩნდეს „თეთრი ჩაფხუტების" ადგილობრივი ფილიალი, რომელსაც ამ ტიპის საქმეებში გაწვრთნილი ახლო აღმოსავლელი კოლეგები დაეხმარებიან.
თუმცა არსებობს ერთი პატარა პრობლემა. დასავლეთმა, შეერთებული შტატების მეთაურობით, ნამდვილად ისწავლა გლობალურ საინფორმაციო სივრცეში მისთვის საჭირო სურათების ოსტატურად შექმნა, რომელიც მთლიანად მის კონტროლს ექვემდებარება. მაგრამ ეს სურათი ნაკლებად მოქმედებს რეალობაზე, უფრო სწორად, საერთოდ არ მოქმედებს მასზე — ყოველ შემთხვევაში, ბოლო წლებში.
დასავლეთმა არაერთხელ გამოიყენა ქიმიურ იარაღთან დაკავშირებული პროვოკაცია. მაგრამ შეცვალა თუ არა ამან სირიაში მოვლენების მიმდინარეობა მინიმალურად თუ მნიშვნელოვნად? დაეხმარა მას ბაშარ ალ-ასადის ჩამოგდებაში თუ რუსეთი აიძულა, რომ თავისი სამხედრო კონტიგენტი გაეყვანა?
არა, სირიაში შეერთებულმა შტატებმა ევროპასთან ერთად განიცადა გეოპოლიტიკური მარცხი, რომელიც სულ უფრო ვრცელდება ახლო აღმოსავლეთის მთელ რეგიონზე, სადაც დასავლეთი სწრაფად კარგავს თავის პოზიციებსა და გავლენას.
ამერიკის პრეზიდენტის მიერ უკრაინასთან მიმართებაში ქიმიური იარაღის თემის წამოწევა სასოწარკვეთილ ჟესტს ჰგავს — კარგად ნაცნობ ღილაკზე თითის დაჭერის მცდელობას, რომელმაც დიდი ხანია დაკარგა ფუნქცია - იმ იმედით, რომ ამჯერად მაინც იმუშავებს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0