თბილისსა და ბათუმს შორის მატარებლის დამატებითი რეისები დაინიშნა

© photo: Sputnikთბილისი–ბათუმის მატარებელი
თბილისი–ბათუმის მატარებელი - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2022
გამოწერა
დამატებითი რეისები მგზავრებს სამი დღის განმავლობაში მოემსახურება.
თბილისი, 25 მარტი – Sputnik. საქართველოს რკინიგზა 26, 27 და 28 მარტს თბილისი–ბათუმი–თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.
როგორც რკინიგზაში აცხადებენ, მიზეზი – გაზრდილი მგზავრთნაკადია.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ვებ-გვერდის საშუალებით https://ticket.railway.ge/, სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში და საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.
ყველა ახალი ამბავი
0