https://sputnik-georgia.com/20220325/samxedro-specoperaciis-pirveli-etapi-dasrulebulad-gamocxadda-265505393.html
რუსეთმა „სამხედრო სპეცოპერაციის“ პირველი ეტაპი დამთავრებულად გამოაცხადა
რუსეთმა „სამხედრო სპეცოპერაციის“ პირველი ეტაპი დამთავრებულად გამოაცხადა
Sputnik საქართველო
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები შესრულებულია, განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების... 25.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-25T18:28+0400
2022-03-25T18:28+0400
2022-03-25T22:17+0400
რუსეთი
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/1c/264833531_0:189:2971:1860_1920x0_80_0_0_18f66f1e3af61310b7920d9e50142fb9.jpg
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები შესრულებულია, განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების მეთაურის პირველმა მოადგილემ, გენერალ-პოლკოვნიკმა სერგეი რუდსკოიმ.მისი თქმით, „სპეცოპერაციის“ დროს დაიღუპა 1351 და დაიჭრა 3825 რუსი ჯარისკაცი. რუსი გენერალ-პოლკოვნიკის თქმით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შეტევები სხვადასხვა მიმართულებით მიჰქონდათ, რის შედეგადაც „ბლოკირებულია“ ქალაქები კიევი, ხარკოვი, ჩერნიგოვი, სუმი და ნიკოლაევი, ხოლო „ხერსონის ოლქი და ზაპოროჟიეს ოლქის დიდი ნაწილი სრული კონტროლის ქვეშაა“.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა სანქციების რამდენიმე პაკეტი დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/1c/264833531_368:164:2713:1923_1920x0_80_0_0_2426b78dad8947bb639d9f271c85867d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა
რუსეთი, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები შესრულებულია, განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების მეთაურის პირველმა მოადგილემ, გენერალ-პოლკოვნიკმა სერგეი რუდსკოიმ.
მისი თქმით, „სპეცოპერაციის“ დროს დაიღუპა 1351 და დაიჭრა 3825 რუსი ჯარისკაცი.
„მთლიანობაში ოპერაციის პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები შესრულებულია. მნიშვნელოვნადაა შესუსტებული უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალი, რაც იძლევა საშუალებას, რომ ძირითადი ძალისხმევა მთავარი მიზნის მიღწევაზე — დონბასის გათავისუფლებაზე კონცენტრირდეს“, — აღნიშნა რუდსკოიმ.
რუსი გენერალ-პოლკოვნიკის თქმით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შეტევები სხვადასხვა მიმართულებით მიჰქონდათ, რის შედეგადაც „ბლოკირებულია“ ქალაქები კიევი, ხარკოვი, ჩერნიგოვი, სუმი და ნიკოლაევი, ხოლო „ხერსონის ოლქი და ზაპოროჟიეს ოლქის დიდი ნაწილი სრული კონტროლის ქვეშაა“.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა სანქციების რამდენიმე პაკეტი დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ.