ფიგურული ციგურაობა: საფინა/ბერულავას წყვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა

© photo: Sputnik / Alexander Vil'f / გადასვლა მედიაბანკშიკარინა საფინა და ლუკა ბერულავა
კარინა საფინა და ლუკა ბერულავა - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2022
გამოწერა
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები პირველად ასპარეზობს ოთხივე დისციპლინაში (ქალები, ვაჟები, წყვილები და ცეკვები ყინულზე).
თბილისი, 25 მარტი – Sputnik. საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატზე კარინა საფინა/ლუკა ბერულავას წყვილმა მეოთხე ადგილი დაიკავა.
ქართულმა წყვილმა მოკლე პროგრამაში ჟიურისგან 67,36 ქულა მიიღო და 14 წყვილს შორის მეოთხე ადგილზე გავიდა. თავისუფალ პროგრამაში საფინამ და ბერულავამ 124,38 ქულა მოაგროვეს და საერთო ქულებით (191,74) მეოთხე პოზიციაზე დარჩნენ.
მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ სახეობაში გამოვიდა ქართველი მოციგურავე მორის ყვითელაშვილი. საქართველოს ნაკრების ლიდერმა მოკლე პროგრამაში 92,61 ქულა მიიღო და 30 მონაწილეს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა.
მორის ყვითელაშვილი 26 მარტს ყინულზე თავისუფალი პროგრამით გამოვა, სადაც მისი საბოლოო შედეგის გაუმჯობესებას შეეცდება.
მორის ყვითელაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2022
მორის ყვითელაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ მეშვიდე ადგილი დაიკავა
მსოფლიოს ჩემპიონატი მონპელიეში 23 მარტს დაიწყო და 26 მარტს ყინულზე ცეკვის პროგრამით დასრულდება. ტურნირის სრული განრიგის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები პირველად ასპარეზობს ოთხივე დისციპლინაში (ქალები, ვაჟები, წყვილები და ცეკვები ყინულზე).
წინა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც 2021 წელს სტოკჰოლმში ჩატარდა, მორის ყვითელაშვილმა მე-14 ადგილი დაიკავა, ხოლო ალინა ურუშაძემ – მე-20. წყვილებში ანასტასია მეტელკინასა და დანიილ პარხმანის დუეტი მე-16 პოზიციაზე გავიდა.
ყველა ახალი ამბავი
0