ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს

© photo: Sputnik / Stringerსიონის ტაძარი
სიონის ტაძარი - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2022
გამოწერა
1917 წელს აღდგენილი ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, რომელიც მეხუთე საუკუნიდან არსებობს, მსოფლიო საპატრიარქომ 1990 წელს დაადასტურა.
თბილისი, 25 მარტი – Sputnik. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 25 მარტს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს.
ამ თარიღთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა-ლოცვა დღეს ყველა ტაძარში აღევლინება.
ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიისგან 457 წელს მიიღო, რუსეთის საიმპერატორო კარმა კი 1811 წელს უკანონოდ გააუქმა, მოსპო საპატრიარქო მმართველობა და საქართველოს ეკლესია საეგზარქოსოს უფლებით დაუქვემდებარა რუსეთის ეკლესიის სინოდს. ავტოკეფალიის აღდგენამდე რუსეთის სინოდი ქართულ ეკლესიას ეგზარქოსების მეშვეობით ხელმძღვანელობდა.
ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა. მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ცნო, თუმცა ეს წერილობით დადასტურებული არ ყოფილა. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 106-წლიანი იძულებითი შუალედის შემდეგ, კათოლიკოს-პატრიარქად 1917 წლის 1 ოქტომბერს კირიონ II აირჩიეს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის უშუალო მონდომებით კი მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წელს 4 მარტს ცნო. 1977 წლიდან დღემდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეა.
ყველა ახალი ამბავი
0